USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
ოქროს პეპელას სასწაული - კურნავს უშვილობას და ჭლექს
дата:  1035

სასწაული მკურნალი - ოქროს პეპელა

ძველ ეგვიპტეში მღვდლები ამზადებდნენ ელექსირს ფარაონებისთვის ოქროს პეპლისგან, რომელიც მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მათ შორის მამაკაცის იმპოტენციისა და უნაყოფობის სამკურნალოდ. იაპონურ ხელნაწერებში ოქროს პეპელა იყო მოხსენიებული, როგორც ახალგაზრდობის ელექსირის მთავარი კომპონენტი. ჩვენმა წინაპრებმა ის „ოქროს პეპლად“ მონათლეს, სინამდვილეში, ეს არის ჩვეულებრივი ცვილის ჩრჩილი.

დღეს უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული ცვილის ჩრჩილის ლარვისგან დამზადებული პრეპარატის სარგებელი. ცვილის ლარვების მიერ წარმოქმნილი ლიპაზასა და ცერაზას გამო ცვილი იშლება და პარაზიტები, ვირუსები და მავნე ბაქტერიები ნეიტრალება.

თუმცა, დღეისთვის ცვილის ჩრჩილის სასარგებლო თვისებები ბოლომდე არ არის შესწავლილი, ყოველწლიურად ივსება იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა მკურნალობაში ცვილის ჩრჩილი ეფექტურად გამოიყენება.

ცვილის ჩრჩილი წარმოადგენს ნაცრისფერი ღამის პეპლის სახეობას, რომლის მატლებიც საკვებად გამოიყენებენ მეფუტკრეობის იმ პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ცვილი.

ფუტკრის სკის ეს პარაზიტი პეპელა, ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელსაც ცვილის მონელება  - დაშლა შეუძლია.

მეცნიერებმა ცვილის ჩრჩილის ეს თვისება გამოიყენეს ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად, რადგან ვირუსებისა და ბაქტერიების დამცავი გარსი თავისი თვისებებით არის ცვილის მსგავსი,  ხშირად იდენტურიც კი, რის გამოც ძალიან მდგრადია ქიმიური ზემოქმედების მიმართ.

ამიტომ, ფარმაცევტული პრეპარატები ვერ ახერხებენ მათ დაშლას. ხოლო ცვილის ჩრჩილის საკვების მომნელებელ ფერმენტებს - ლიპაზას და ცერაზას - შეუძლიათ ცვილი დაშალონ მარტივ ნივთიერებებად. დამცავი გარსის გარეშე დარჩენილ მიკრობსა და ბაქტერიას კი უკვე ნებისმიერი ანტიბიოტიკი ანადგურებს. 

ცვილის ჩრჩილს უძველესი დროიდან იყენებდნენ, ჭლექით დაავადებულების, უშვილო ქალებისა და მოხუცებისთვის.

დღესდღეობით ფუტკრის ცვილის ექსტრაქტი წარმატებით გამოიყენება რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წინააღმდეგ.

ექსტრაქტს აგრეთვე ახასიათებს ჰიპოტენიზური, კარდიოტროპული და ადაპტოგენური მოქმედებები.

მისი საშუალებით, შესაძლებელია, სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება, უჯრედების ზრდისა და დაყოფის აღდგენა.

ნაყენის მომზადება

სამკურნალო ნაყენის დამზადება შესაძლებელია სახლშიც, თუმცა იგი ხელმისაწვდომია  სპეციალიზებულ მაღაზიებშიც.  სახლში  ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 10 გრამი ცვილის ჩრჩილის ლარვები, რომელიც  100 მლ 70% ეთილის სპირში უნდა მოთავსდეს. ნარევი  ბნელ ადგილას მინიმუმ 7 დღის განმავლობაში ინხება. შემდეგ უნდა გადაიწუროს და მზადაა მისაღებად. მეფუტკრეებმა კარგად იციან ამ ჩრჩილის შესახებ. სამწუხაროდ, სკას დიდ ზიანს აყენებს ეს მავნებელი და მეფუტკრეობაში მის წინააღმდეგ სხვადასხვა პრეპარატს გამოიყენებენ, არადა, ეს „მავნებელი“ ფასდაუდებელი მკურნალია.

რისთვის გამოიყენება

ნაყენს ფართო გამოყენება აქვს ხალხურ (და არა მარტო ხალხურ) მედიცინაში

  • ინფარქტისა და ინსულტის შემდეგ რეაბილიტაცია
  • მაღალი წნევის კონტროლი
  • გრიპის, ვირუსების და პნევმონიის სამკურნალოდ
  • ფილტვების, გულის ფუნქციის გასაუმჯობესებლად
  • ძვალ-სახსოვანი დაავადებების სამკურნალოდ
  • ტუბერკულოზის დროს
  • ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის სამკურნალოდ

მიღების წესი და დოზები:

14 წლამდე მოზარდებს, ცვილის ჩრჩილისგან დამზადებულ ექსტრაქტს აძლევენ - 1 წვეთს - 12 კგ წონაზე შეფარდებით. წვეთების აუცილებელი რაოდენობა იხსნება 30 მლ წყალში და მიღება ხდება დღეში ორჯერ საკვების მიღებამდე,

14 წლის ზემოთ ბავშვებსა და უფროსებს ექსტრაქტი ენიშნებათ - 15-20 წვეთი 30 მლ წყალში. თერაპიის კურსი შეადგენს 1,5 თვეს.

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати