სასწაული მკურნალი - ოქროს პეპელა
ძველ ეგვიპტეში მღვდლები ამზადებდნენ ელექსირს ფარაონებისთვის ოქროს პეპლისგან, რომელიც მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მათ შორის მამაკაცის იმპოტენციისა და უნაყოფობის სამკურნალოდ. იაპონურ ხელნაწერებში ოქროს პეპელა იყო მოხსენიებული, როგორც ახალგაზრდობის ელექსირის მთავარი კომპონენტი. ჩვენმა წინაპრებმა ის „ოქროს პეპლად“ მონათლეს, სინამდვილეში, ეს არის ჩვეულებრივი ცვილის ჩრჩილი.
დღეს უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული ცვილის ჩრჩილის ლარვისგან დამზადებული პრეპარატის სარგებელი. ცვილის ლარვების მიერ წარმოქმნილი ლიპაზასა და ცერაზას გამო ცვილი იშლება და პარაზიტები, ვირუსები და მავნე ბაქტერიები ნეიტრალება.
თუმცა, დღეისთვის ცვილის ჩრჩილის სასარგებლო თვისებები ბოლომდე არ არის შესწავლილი, ყოველწლიურად ივსება იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა მკურნალობაში ცვილის ჩრჩილი ეფექტურად გამოიყენება.
ცვილის ჩრჩილი წარმოადგენს ნაცრისფერი ღამის პეპლის სახეობას, რომლის მატლებიც საკვებად გამოიყენებენ მეფუტკრეობის იმ პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ცვილი.
ფუტკრის სკის ეს პარაზიტი პეპელა, ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელსაც ცვილის მონელება - დაშლა შეუძლია.
მეცნიერებმა ცვილის ჩრჩილის ეს თვისება გამოიყენეს ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად, რადგან ვირუსებისა და ბაქტერიების დამცავი გარსი თავისი თვისებებით არის ცვილის მსგავსი, ხშირად იდენტურიც კი, რის გამოც ძალიან მდგრადია ქიმიური ზემოქმედების მიმართ.
ამიტომ, ფარმაცევტული პრეპარატები ვერ ახერხებენ მათ დაშლას. ხოლო ცვილის ჩრჩილის საკვების მომნელებელ ფერმენტებს - ლიპაზას და ცერაზას - შეუძლიათ ცვილი დაშალონ მარტივ ნივთიერებებად. დამცავი გარსის გარეშე დარჩენილ მიკრობსა და ბაქტერიას კი უკვე ნებისმიერი ანტიბიოტიკი ანადგურებს.
ცვილის ჩრჩილს უძველესი დროიდან იყენებდნენ, ჭლექით დაავადებულების, უშვილო ქალებისა და მოხუცებისთვის.
დღესდღეობით ფუტკრის ცვილის ექსტრაქტი წარმატებით გამოიყენება რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წინააღმდეგ.
ექსტრაქტს აგრეთვე ახასიათებს ჰიპოტენიზური, კარდიოტროპული და ადაპტოგენური მოქმედებები.
მისი საშუალებით, შესაძლებელია, სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება, უჯრედების ზრდისა და დაყოფის აღდგენა.
ნაყენის მომზადება
სამკურნალო ნაყენის დამზადება შესაძლებელია სახლშიც, თუმცა იგი ხელმისაწვდომია სპეციალიზებულ მაღაზიებშიც. სახლში ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 10 გრამი ცვილის ჩრჩილის ლარვები, რომელიც 100 მლ 70% ეთილის სპირში უნდა მოთავსდეს. ნარევი ბნელ ადგილას მინიმუმ 7 დღის განმავლობაში ინხება. შემდეგ უნდა გადაიწუროს და მზადაა მისაღებად. მეფუტკრეებმა კარგად იციან ამ ჩრჩილის შესახებ. სამწუხაროდ, სკას დიდ ზიანს აყენებს ეს მავნებელი და მეფუტკრეობაში მის წინააღმდეგ სხვადასხვა პრეპარატს გამოიყენებენ, არადა, ეს „მავნებელი“ ფასდაუდებელი მკურნალია.
რისთვის გამოიყენება
ნაყენს ფართო გამოყენება აქვს ხალხურ (და არა მარტო ხალხურ) მედიცინაში
მიღების წესი და დოზები:
14 წლამდე მოზარდებს, ცვილის ჩრჩილისგან დამზადებულ ექსტრაქტს აძლევენ - 1 წვეთს - 12 კგ წონაზე შეფარდებით. წვეთების აუცილებელი რაოდენობა იხსნება 30 მლ წყალში და მიღება ხდება დღეში ორჯერ საკვების მიღებამდე,
14 წლის ზემოთ ბავშვებსა და უფროსებს ექსტრაქტი ენიშნებათ - 15-20 წვეთი 30 მლ წყალში. თერაპიის კურსი შეადგენს 1,5 თვეს.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.