USD 2.7005
EUR 3.1461
RUB 3.5494
Tbilisi
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება. ნომინანტებს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც არის დასახელებული
Date:  252

2024/2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება.

გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდება. საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ტრადიციულად 30 ფეხბურთელი იბრძვის, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია. მისი კონკურენტები არიან: კილიან მბაპე, რაფინია, უსმან დემბელე, ჯუდ ბელინგემი, დეკლან რაისი, ლამინ იამალი, ვიტიანია და სხვები.

„პსჟ“-დან დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ტრავმირებული ფეხბურთელები დაესწრებიან, რადგან პარიზულ გუნდს საღამოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩის ჩატარება უწევთ, რომელიც გუშინ უამინდობის გამო გადაიდო.

ცერემონია პარიზში, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

World
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

See all
Survey
By the way