USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი თბილისში ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ვიცე მერად კი ზურაბ ჯაფარიძე განიხილება
Date:  307

როგორც თბილისში, პარტიისა და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საზოგადოებისადმი მიმართვისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერს.

ამასთან, მელიამ განმარტა, რომ თბილისში მერობის კანდიდატი თავად იქნება, ვიცე-მერს „გირჩი - მეტი თავისუფლება“ წარადგენს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ელენე ხოშტარია შეირჩა.

„ჩვენი პარტია არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს...

დღეს მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ, როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი მოძრაობიდან, „გირჩი - მეტი თავისუფლება,“, რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო, ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან“, - განაცხადა მელიამ.

გარდა ამისა, მელიამ საკუთარ სიტყვაში დღემდე განვლილი გზა შეაჯამა და განაცხადა, რომ ის სირთულეებმა და უსამართლობამ კი არ გააბოროტა, არამედ ადამიანები უფრო შეაყვარა.

„დღეს აქ ვარ, თქვენ წინაშე და რაღა დაგიმალოთ, ძალიან მინდა ყველას გულწრფელად ჩაგხედოთ თვალებში, ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას, განურჩევლად ჩემდამი დამოკიდებულებისა და ყველას, ვინც მხარს მიჭერთ და ვინც - არა. დღეს ვდგავარ თქვენ წინაშე, ასე უბრალოდ და მარტივად, დიახ, უბრალოდ და მარტივად, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ მივცემთ საკუთარ თავს პომპეზური წარდგენის უფლებას. პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს სცემენ, ვიმეორებ, სადაც ჟურნალისტებს სცემენ, პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები ვერც სიმართლეს და ვერც სამართალს ვერ პოულობენ, პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები კოვიდპანდემიასთან პირისპირ არიან მიტოვებულები, ამიტომაც დღეს მთავარი არის ჩვენი, ყველას სათქმელი, რომელსაც აუცილებლად მოყვება საქმე, რაც საბოლოოდ საერთო გამარჯვებით დასრულდება. დღეს ვდგავარ თქვენ წინაშე და მახსენდება, როგორი რთული იყო ჩემი გზა დღევანდელ დღემდე, მახსენდება, როგორ ვიყარე პირველად კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად სრულიად გამოუცდელმა, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, როგორ დავუპირისპირდი მაშინ პირველად სისტემას და ჩემდა გასახარად, უამრავმა თბილისელმა დამიჭირა მხარი.

ჩემი აზრით, იმ ეტაპზე გამარჯვება იყო ხელისუფლებაში ახლადმოსული „ქართული ოცნების“ მეორე ტურამდე მიყვანა, რადგან არც მე და არც საზოგადოება არ იყო ჯერ მზად დაემარცხებინა რეჟიმი, რომელიც ჯერ კიდევ იკრეფდა ძალას და ყველასთვის ჯერ კიდევ არ იყო ცხადი, რამხელა ბოროტებასთან გვქონდა საქმე. მე არასდროს შემშინებია ბრძოლის, არა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებული სიმამაცით გამოვირჩევი, არავითარ შემთხვევაში. არ შემშინებია იმიტომ, რომ ვიცი მართალი ბრძოლა საბოლოო ჯამში გამარჯვებით სრულდება და სწორედ ეს მეხმარება ამ ბრძოლაში, რადგან ვიცი ასევე, რომ ბოროტს საბოლოო ჯამში ძლევს კეთილი. ასევე მახსენდება, როგორ შემოვრჩით საპარლამენტო დარბაზში ერთმანეთს მე და მთელი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა. მომიხსნეს იმუნიტეტი, თუმცა, ვფიქრობ, მაშინ გავიმარჯვე მორალურად და ჩემი სიმართლით. შემდეგ უნდოდათ ჩემი შეზღუდვა და ბრძოლის შენელება და დამადეს სამაჯური, სამაჯურდადებული მათი აზრით, შეზღუდული და შებოჭილი ვიქნებოდი, მაგრამ სამაჯურდადებულმა, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მიუხედავად ძალადობისა, მოსყიდვისა და გაყალბებისა, მაინც გავიმარჯვე გლდანში და მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. როდესაც, ამის შემდეგ, ქართველ ხალხს მოპარეს არჩევანი, პროტესტის ნიშნად უამრავი ადამიანის წინაშე მოვიხსენი უსამართლობის სამაჯური და ვფიქრობ, მე კვლავ გავიმარჯვე უსამართლობაზე ამ ფორმით. ისევ მომიხსნეს იმუნიტეტი უკვე მეორედ და პატიმრობა მომისაჯეს, მათ დამაკარგვინეს ფიზიკური თავისუფლება, მაგრამ სინამდვილეში მოვიპოვე ნამდვილი თავისუფლება“, - განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს.

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way