USD 2.6819
EUR 3.1853
RUB 3.4745
Тбилиси
ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე პრეზიდენტი ამბობს, რომ ხმა მრავალპარტიულ პარლამენტს მისცა
дата:  675

ერთპარტიული მეორე ტური - ოპოზიციის საერთო ბოიკოტის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. შესაბამისად, მისი თქმით, ხმაც სწორედ ამგვარ საკანონმდებლო ორგანოს მისცა. 

„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, ისევე როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი. ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა და 9 პარტიას მისცა ხმა. მე მგონი, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიის და სოციალური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია, ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს და ძნელად წარმომიდგენია არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати