USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ოპოზიცია დღეს პარლამენტის წინ აქციას გამართავს
Date:  468

დღეს ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას გამართავს. ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ.

ოპოზიციის ლიდერებმა 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი, სადაც ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე თითოეული მათგანი უარს ამბობს.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტია დღეს, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბება, საიდანაც ისინი მსვლელობით პარლამენტის წინ მივლენ. მანამდე კი, დედაქალაქისკენ რეგიონებიდან ავტოკოლონები დაიძვრება.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია 15.00 საათზე დაიწყება.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way