დღეს, 10 ნოემბერს, 11:00 საათზე, ოპოზიცია 4 სხვადასხვა ადგილზე პარალელურ საპროტესტო აქციას გამართავს.
პროტესტის მონაწილეები, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ აქციები გაიმართება იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე, მოდულის შენობასთან, თუმცა მეოთხე ადგილის მისამართს არ ასახელებს.
„ხვალ, 10 ნოემბერს 11 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე გაიმართება აქცია - იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებთ, ამავე დროს, აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, რომლის ადგილს განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველ დღეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.