USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Tbilisi
ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. წოლაში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
Date:  827
ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. წოლაში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
 
მონიტორინგის მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს, ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
 
პროექტის პირველ ეტაპზე სოფ. წმენდაურის გადასახვევიდან, სოფ. წოლის მიმართულებით 1 კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მოხდება, ასფალტო-ბეტონის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობის გათვალისწინებით, პროექტი გარდამავალია და მე-2 ეტაპის განხორციელება მომავალ წელს იგეგმება.
 
სამუშაოების ღირებულება 359 940 ლარს შეადგენს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
tbilisi
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

See all
Survey
By the way