USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
ონის მერი სერგი ხიდეშელი - 24 მოქალაქეა გარდაცვლილი, აქედან 20 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 9 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
дата:  643

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა შოვში, სტიქიის ეპიცენტრში არსებულ ვითარებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, ახლობლებს და მთელს საქართველოს. დღეს მოხდება გარდაცვლილი ერთი მოქალაქის, ბატონი გენადი სულთანიშვილის გამოსვენება. ონის კულტურის სახლში იქნება დასვენებული. სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 17:00 საათიდან 19:00 საათამდე. რაც შეეხება მონაცემებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 24 მოქალაქეა გარდაცვლილი, აქედან 20 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 9 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართული არის ყველა უწყება და მოგეხსენებათ ყველას, რომ სამაშველო სამუშაოებს დაემატა ნავები, გაზრდილია არეალი“, - აცხადებს სერგი ხიდეშელი.

мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати