USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
თბილისი
“ოცნებამ” III ბრიფინგი მიუძღვნა ოპოზიციის მიერ ამომრჩეველთა “ფარულ მობილიზებას”
თარიღი:  947
 
 

“ქართული ოცნების” ოფისში მესამე ბრიფინგი მიუძღვნეს ოპოზიციის მიერ თავისი ამომრჩევლის “ფარულად მობილიზების” საკითხს.

კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის შემდეგ, შესაბამისი განცხადება მამუკა მდინარაძემ გაახმიანა. მისი თქმით, მიუხედავად გაცხადებული ბოიკოტისა, ოპოზიცია მაინც ცდილობს, ამომრჩევლები უბნებზე მიიყვანოს.

“ოპოზიციის მიერ მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად. შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლებიც”, – თქვა მან.

რამდენიმე საათით ადრე მსგავსი განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემაც გაახმიანა. 1 დღით ადრე კი ამ საკითხს ბრიფინგი აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ მიუძღვნა.

მათ მსგავსად, მამუკა მდინარაძემაც მოუწოდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, მივიდნენ უბნებზე და მხარი დაუჭირონ პარტიის კანდიდატებს.

“ოცნების” განცხადებებს “ტვ პირველის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და არასერიოზულად შეაფასა ბრალდებები.

“არ ვიცი, თუ შეიძლება, ამას სერიოზულად გასცე პასუხი იმიტომ, რომ ბევრჯერ გავეცით პასუხი სერიოზულად და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს: გუშინწინ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არ ვიღებთ[მეორე ტურში] მონაწილეობას. მათ შორის, ჩვენი ბლოკის არცერთი კანდიდატი და ოპოზიციის არცერთი კანდიდატი.

ყველა ეთერს ვიყენებთ, რათა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ ფარსში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის არის სასურველი დემოკრატიის იმიტაციისთვის.

მათი ეს განცხადებები ნიშნავს მხოლოდ ერთს: მათ სურთ, რომ ლეგიტიმაცია ჰქონდეს მეორე ტურს”, – აღნიშნა მან.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, თუმცა მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

მსოფლიო
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის