USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Tbilisi
Condé Nast Traveller: იდეალური 7 დღიანი მოგზაურობა საქართველოში
Date:  578

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Condé Nast Traveller საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოცემის ჟურნალისტი ლიდია სვინსკო მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

„საქართველო ცნობისმოყვარე მოგზაურობს ხიბლავს, ამ ქვეყანაში იმდენი სანახაობაა, რომ თვეები დაგჭირდებათ საქართველოს გასაცნობად, აქ ზიგზაგები უნდა გაიაროთ რომ შეისწავლოთ საქართველო ბათუმის შავი ზღვის სანაპიროდან აღმოსავლეთ საზღვრამდე. საქართველოში 1751-ზე მეტი მწვერვალია, რომელიც ნოემბრიდან აპრილამდე თოვლით იფარება. საქართველოში ამოუწურავი აქტივობები დახვდებათ ბუნების მოყვარულებს, მოთხილამურეებს, მოლაშქრეებს და გურმანებს, რომლებსაც კერძების მდიდარი არჩევანი ელოდებათ. მოგზაურები საქართველოს შორეულ სოფლებში უძველეს ეკლესიებს და ორნამენტებით მორთულ მონასტრებს გაეცნობიან“, - წერს Condé Nast Traveller-ის ჟურნალისტი სტატიაში „იდეალური 7 დღიანი მოგზაურობა საქართველოში“.

ლიდია სვინსკო მკითხველს ურჩევს, როგორ დაგეგმოს ერთკვირიანი ტური საქართველოში.

„მოგზაურებს ბევრი რამ იზიდავთ, ქვეყნის შესასწავლად თუ მხოლოდ ერთი კვირა გაქვთ, ჩვენ გაგიმარტივებთ მოგზაურობას და გირჩევთ როგორ დაგეგმოთ 7 დღე საქართველოში“, -წერს ავტორი და მკითხველს თითოეულ დღეს დეტალურად აღუწერს.

1-ელ დღეს Condé Nast Traveller-ის ჟურნალისტი მოგზაურებს ძველი თბილისის, აბანოთუბნის, კვების ობიექტებისა და ბაზრის ნახვას ურჩევს.

მე-2 დღეს ნაძვნარში ჩაფლული ბაკურიანის, სადაც როგორც სრიალი შეიძლება, ასევე ლაშქრობა და ცხენით ჯირით.

მე-3 დღეს ქუთაისის, თეთრი ხიდის, ბაგრატის ტაძრისა და კვების ობიექტების.

მე-4 დღეს ჟურნალისტი მკითხველს თბილისში დაბრუნებას და ქალაქის შემოგარენში ბილიკებზე ლაშქრობას სთავაზობს.

მე-5 დღეს კიკახეთში გამგზავრებასა და ღვინის რეგიონის მონახულებას.

მე-6 დღეს ლოპოტას.

მე-7 დღეს კი სიყვარულის ქალაქის, სიღნაღის დათვალიერებასა და ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებას.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way