USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) - კრემლზე დრონით თავდასხმა რუსეთის მიერაა ინსცენირებული
дата:  

 „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (აშშ-ის) გავრცელებული განცხადების თანახმად, კრემლზე დრონით თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ იყო დადგმული და რამდენიმე მაჩვენებელი მიუთითებს, რომ დარტყმა შიგნიდან და მიზანმიმართულად იყო ინსცენირებული.

ISW-ის ანალიტიკოსების მტკიცებით, ამ მაჩვენებლებს შორისაა ის, რომ „რუსეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გადადგა ნაბიჯები რუსეთის შიდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად, მათ შორის თვით მოსკოვშიც, და, შესაბამისად, ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა დრონმა შეაღწია საჰაერო თავდაცვის მრავალ ფენაში და აფეთქდა ან ჩამოაგდეს კრემლის შუაგულში ისე, როგორც ეს კამერაზე ლამაზად დაფიქსირებულ სანახაობრივ კადრებში იყო მოცემული“.

„ამასთან, ინციდენტზე კრემლის დაუყოვნებელი, თანმიმდევრული და კოორდინირებული პასუხი მიანიშნებს, რომ თავდასხმა მომზადდა შიგნიდან და ისე, რომ მის მიზანმიმართულ პოლიტიკური ეფექტებს უხერხულობა გადაეწონა“, - აცხადებენ ISW- ში.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати