USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
Tbilisi
Come Together - ერთი სიმღერის ისტორია
Date:  1607

1969 წელს ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ტიმოთი ლირიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იგი აპირებდა კალიფორნიის გუბერნატორად გამხდარიყო. "ლსდ გურუმ"  ეს ხმამაღალი განცხადება გააკეთა იმ დღეს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ მას მარიხუანის მოხმარებისთვის დაწესებული გადასახადის გადაუხდელობისათვის ბრალდება მოუხსნა.

კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე კენჭს იყრიდა, აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, სწორედ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებებით ცდილობდა ტიმოთი ლირი ამომრჩეველთა ხმების მოპოვებას.

1969 წლის 1 ივნისს ლირი და მისი ცოლი როზმარი, მონრეალში ესწრებოდნენ მსოფლიოში სკანდალურად ცნობილ ღონისძიებას "საწოლში მშვიდობისათვის", რომელშიც  ჯონ ლენონი და იოკო ონო მონაწილეობდნენ.  

მეორე დღეს, შეხვედრისას ჯონმა ჰკითხა ლირის, თუ რითი შეეძლო დაეხმარებოდა მას კამპანიაში და სწორედ მაშინ სთხოვა ტიმოთიმ დაეწერა სიმღერა, რომელიც შეიძლება გამოყენებულიყო სარეკლამო რგოლებში და შესრულებულიყო ლირის პოლიტიკური გამოსვლების დროს.

იმ მომენტისათვის ლირის საარჩევნო კამპანიის ლოზუნგი იყო «come together, join the party» - "მოდით ერთად, შეუერთდით პარტიას".

"მოდით ერთად" ნაწილი გადაღებულია ი ცზინის ჩინური წიგნიდან „ცვლილებების წიგნი“.

"აქ იგულისხმებოდა ქვეტექსტი", - უთხრა ჯონს  ლირიმ.  ”ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკურ პარტიაში შესვლის მოწოდება, არამედ სურვილი შეკრებილიყვნენ ერთად და ეზეიმათ სიცოცხლის არსი“

ჯონმა მაშინვე აიღო გიტარა და მელოდიის დაკვრა დაიწყო. «Соте together right now, Don’t come tomorrow, Don’t come alone, Come together right now over me, All that I can tell you Is that you gotta be free».  კიდევ რამდენიმე ვარიანტის მოსინჯვის  შემდეგ, პოლმა ჩაწერა დემოვერსია კასეტაზე  და გადასცა ლირის.

ლირმა იზრუნა, რომ ეს კომპოზიცია გამოჩენილიყო  კალიფორნიის ყველა ალტერნატიულ რადიოსადგურზე, რის შემდეგაც მან ირწმუნა, რომ სიმღერა მთლიანად მისი კუთვნილება იყო. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ლონდონში დაბრუნებულმა ჯონმა ჩაწერა საკუთარი ვერსია The Beatles- ისთვის. ხოლო ოქტომბერში ეს ვერსია გამოჩნდა  Abbey Road ალბომში.

ლირის საარჩევნო კომპანია გუბერნატორის პოსტზე მოულოდნელად დასრულდა, ის  1969 წლის დეკემბერში დააკავეს მარიხუანას შენახვისთვის და ციხეში ჩასვეს. სწორედ იქ მოისმინა მან ახალი ალბომი The Beatles Abbey Road და «Come Together» მისთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.

”მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ოდნავ შეიცვალა როგორც მუსიკალური თვალსაზრისით, ისე სიტყვებით, ჩემთვის უსიამოვნო იყო, რომ ლენონი ასე მომექცა ... როდესაც მას მივწერე ამის შესახებ, მან თავისი ჩვეული მომხიბვლელობით მიპასუხა რომ ამ შემთხვევაში ის მკერავი იყო, მე კი კოსტუმის  დამკვეთი, რომელიც აღარ მოვიდა შეკვეთის წასაღებად და ამიტომ მან ის სხვა მომხმარებელს მიჰყიდა ”.

შეერთებულ შტატებში Come Together  როგორც სინგლი გამოვიდა 1969 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო  ბრიტანეთის მუსიკის მოყვარულებს დისკის ყიდვა 31 ოქტომბრიდან შეეძლოთ.

სიმღერა მოწინავე Billboard Hot 100-ში მოხვდა და ბრიტანეთის ჩარტებში მეოთხე ადგილზე გავიდა.

2004 წლიდან იგი მუდმივად იკავებს ადგილს ჟურნალ Rolling Stone- ის 500 დროის საუკეთესო სიმღერაში.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way