1969 წელს ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ტიმოთი ლირიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იგი აპირებდა კალიფორნიის გუბერნატორად გამხდარიყო. "ლსდ გურუმ" ეს ხმამაღალი განცხადება გააკეთა იმ დღეს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ მას მარიხუანის მოხმარებისთვის დაწესებული გადასახადის გადაუხდელობისათვის ბრალდება მოუხსნა.
კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე კენჭს იყრიდა, აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, სწორედ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებებით ცდილობდა ტიმოთი ლირი ამომრჩეველთა ხმების მოპოვებას.
1969 წლის 1 ივნისს ლირი და მისი ცოლი როზმარი, მონრეალში ესწრებოდნენ მსოფლიოში სკანდალურად ცნობილ ღონისძიებას "საწოლში მშვიდობისათვის", რომელშიც ჯონ ლენონი და იოკო ონო მონაწილეობდნენ.
მეორე დღეს, შეხვედრისას ჯონმა ჰკითხა ლირის, თუ რითი შეეძლო დაეხმარებოდა მას კამპანიაში და სწორედ მაშინ სთხოვა ტიმოთიმ დაეწერა სიმღერა, რომელიც შეიძლება გამოყენებულიყო სარეკლამო რგოლებში და შესრულებულიყო ლირის პოლიტიკური გამოსვლების დროს.
იმ მომენტისათვის ლირის საარჩევნო კამპანიის ლოზუნგი იყო «come together, join the party» - "მოდით ერთად, შეუერთდით პარტიას".
"მოდით ერთად" ნაწილი გადაღებულია ი ცზინის ჩინური წიგნიდან „ცვლილებების წიგნი“.
"აქ იგულისხმებოდა ქვეტექსტი", - უთხრა ჯონს ლირიმ. ”ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკურ პარტიაში შესვლის მოწოდება, არამედ სურვილი შეკრებილიყვნენ ერთად და ეზეიმათ სიცოცხლის არსი“
ჯონმა მაშინვე აიღო გიტარა და მელოდიის დაკვრა დაიწყო. «Соте together right now, Don’t come tomorrow, Don’t come alone, Come together right now over me, All that I can tell you Is that you gotta be free». კიდევ რამდენიმე ვარიანტის მოსინჯვის შემდეგ, პოლმა ჩაწერა დემოვერსია კასეტაზე და გადასცა ლირის.
ლირმა იზრუნა, რომ ეს კომპოზიცია გამოჩენილიყო კალიფორნიის ყველა ალტერნატიულ რადიოსადგურზე, რის შემდეგაც მან ირწმუნა, რომ სიმღერა მთლიანად მისი კუთვნილება იყო. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ლონდონში დაბრუნებულმა ჯონმა ჩაწერა საკუთარი ვერსია The Beatles- ისთვის. ხოლო ოქტომბერში ეს ვერსია გამოჩნდა Abbey Road ალბომში.
ლირის საარჩევნო კომპანია გუბერნატორის პოსტზე მოულოდნელად დასრულდა, ის 1969 წლის დეკემბერში დააკავეს მარიხუანას შენახვისთვის და ციხეში ჩასვეს. სწორედ იქ მოისმინა მან ახალი ალბომი The Beatles Abbey Road და «Come Together» მისთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.
”მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ოდნავ შეიცვალა როგორც მუსიკალური თვალსაზრისით, ისე სიტყვებით, ჩემთვის უსიამოვნო იყო, რომ ლენონი ასე მომექცა ... როდესაც მას მივწერე ამის შესახებ, მან თავისი ჩვეული მომხიბვლელობით მიპასუხა რომ ამ შემთხვევაში ის მკერავი იყო, მე კი კოსტუმის დამკვეთი, რომელიც აღარ მოვიდა შეკვეთის წასაღებად და ამიტომ მან ის სხვა მომხმარებელს მიჰყიდა ”.
შეერთებულ შტატებში Come Together როგორც სინგლი გამოვიდა 1969 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო ბრიტანეთის მუსიკის მოყვარულებს დისკის ყიდვა 31 ოქტომბრიდან შეეძლოთ.
სიმღერა მოწინავე Billboard Hot 100-ში მოხვდა და ბრიტანეთის ჩარტებში მეოთხე ადგილზე გავიდა.
2004 წლიდან იგი მუდმივად იკავებს ადგილს ჟურნალ Rolling Stone- ის 500 დროის საუკეთესო სიმღერაში.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.