USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
Тбилиси
ომბუდსმენი - აქციაზე დაკავებულ 327 ადამიანიდან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები - დაუშვებელია, ეს საქმეები არ იქნას გამოძიებული
дата:  667

ჩვენ შევხვდით აქციაზე დაკავებულ 327 ადამიანს, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მე პირადად ვნახე ეს ადამიანები და პირადად მქონდა საუბარი. კიდევე ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ეს საქმე ძალიან ეფექტურად და დროულად გამოიძიოს და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, პასუხისგებაში მისცეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმეების გამოუძიებლობა დაუშვებელია.

„დაუშვებელია, რომ ეს საქმეები არ იქნეს გამოძიებული, ეს კიდევ უფრო წაახალისებს კანონდამრღვევებს და ჩვენ შემდგომში მივიღებთ კიდევ უფრო მძიმე სურათს, როდესაც აქციების დაშლას ექნება ადგილი

კიდევ ერთხელ გამოვეხმაურები ჟურნალისტების როლს ამ ყველაფერში, ჟურნალისტების როლი არის განუსაზღვრელად დიდი. გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე და ჟურნალისტებიც არიან უფლებადამცველები, შესაბამისად, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო. მათ შეძლონ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები, ისე როგორც თვლიან საჭიროდ და რა თქმა უნდა, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება, განსაკუთრებით, ის რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მოქალაქეები დაესხნენ თავს და უსასტიკესი მეთოდებით გაუსწორდნენ. ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული, ყველა ამ შემთხვევაზე, ადამიანებმა, ფიზიკურმა პირებმა, ვინც ეს ჩაიდინეს, პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა იოსელიანმა.

მან ასევე ისაუბრა, არაფორმალური ჯგუფების გამოჩენაზე.

„კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას ამ არაფორმალური ჯგუფების გამოჩენაზე, რომელმაც საზოგადოების ძალიან სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, არ დარჩა არავინ, ვინც არ დაგმო ეს მოვლენა, იმიტომ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენა, როდესაც ნიღბიანებში ჩაცმული ადამიანები უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს, უსწორდებიან ჟურნალისტებს. ეს შემთხვევა უნდა იქნეს, ალბათ, პირველ რიგში გამოძიებული და დადგინდეს ამ ადამიანების ვინაობა და ისინი უნდა წარდგნენ კანონის და სამართლის წინაშე. ეს არის ის გადაუდებელი, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ძალიან მძიმე პირობებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში ხელისუფლებას, მაგრამ ამავე დროს, აქციის მონაწილეებს არ დაუშვან რაიმე ტიპის ხელშეშლა ჟურნალისტების საქმიანობაზე, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მოვლენები გააშუქონ ისე, როგორც ამას თვითონ თვლიან საჭიროდ, უსაფრთხო გარემოში“-განაცხადა იოსელიანმა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати