საკვების მიტანის გლობალური კომპანიების ქართულმა შვილობილებმა 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებები გაასაჯაროვეს. ანგარიშგებების თანახმად, გასულ წელს “ვოლტს” 34.5 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, ხოლო “გლოვოს” 33.9 მილიონის შემოსავალი.
ეს არ ნიშნავს, რომ 2021 წელს “ვოლტის” სისტემით მხოლოდ 34.5 მილიონის პროდუქტები შეუკვეთეს, არამედ 34.5 მილიონი იყო ის მომსახურების საფასური, რომელიც კომპანიამ ამ შეკვეთებიდან აიღო.
კონკურენტების შემოსავლების ზრდა ასეთი იყო:
"ვოლტი" - 34.46 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 19 მილიონი ლარი;
"გლოვო" - 33.93 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 13.3 მილიონი ლარი.
ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, “ვოლტ ჯორჯია” 2021 წელს 2.3 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა, ხოლო “გლოვო” მოგების ნაცვლად, 13.66 მილიონი ლარის ზარალზე იყო. ზარალის უმთავრესი მიზეზი კომპანიის მიერ მისი სათავო ოფისისთვის 15.56 მილიონი ლარის ოდენობით გადახდილი მომსახურების საფასური იყო.
ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, “ვოლტმა” გასულ წელს კურიერებზე 25.4 მილიონი ლარი გასცა, ხოლო “გლოვომ” 13.6 მილიონი ლარი.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ვოლტის” აქტივები 12.6 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო “გლოვოს” აქტივები 15 მილიონი ლარისგან შედგება.
დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.
ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.