USD 2.6081
EUR 3.0084
RUB 3.0886
Тбилиси
«Politico»: „რაკეტების ანგარიში აშკარად არ არის უკრაინის სასარგებლოდ: ნიშნავს თუ არა დრონებით შეტევა რუსული სტრატეგიული ავიაციის წინააღმდეგ რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე საჰაერო თავდასხმას?“
дата:  1976

ამერიკულმა გაზეთმა „პოლიტიკომ“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რაკეტების ანგარიში აშკარად არ არის უკრაინის სასარგებლოდ: ნიშნავს თუ არა დრონებით შეტევა რუსული სტრატეგიული ავიაციის წინააღმდეგ რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე საჰაერო თავდასხმას?“ (ავტორი - ჯეიმი დეტმარი).

„ალბათ, ეს იყო ყველაზე უარესი დღე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ისტორიაში“. სწორედ ასე შეაფასეს უკრაინელმა სამხედროებმა დრონების შეტევები რუსეთის აეროდრომებზე გასულ კვირას, რომლებიც, ეჭვგარეშეა, ძალიან გამხნევდნენ ერთდროული დარტყმების მასშტაბითა და მათი შორ მანძილზე მოქმედებით, რომლის შედეგად მწყობრიდან იქნენ გამოყვანილნი, როგორც კიევი ამტკიცებს, 40-მდე სტრატეგიული ბომბდამშენი.

უკრაინელი სამხედროების განცხადება გაბედულია, მაგრამ არცთუ ზუსტი. გავიხსენოთ, რომ გერმანულმა ლიუფტვაფემ 1941 წლის 22 ივნისს, ანუ ნაცისტური გერმანიის სსრ კავშირზე თავდასხმის პირველივე დღეს, 1200 და შესაძლოა, 2000 საბჭოთა თვითმფრინავი გაანადგურა.

მაგრამ, უკრაინის გადაჭარბებული შეფასების მიუხედავად, პირველი ივნისი, კვირა, რუსული სტრატეგიული ავიაციისათვის და საერთოდ, რუსეთის არმიისათვის მართლაც ძალიან ცუდი დღე გამოდგა. ეს იყო უკრაინის მძლავრი პასუხი რუსული რაკეტებისა და დრონების შეტევაზე გასულ კვირაში, რომელიც კრემლმა უკრაინის ქალაქებზე განახორციელა და რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რისხვა გამოიწვია. ამერიკელმა ლიდერმა ამ შემთხვევაში უარი თქვა თავის ტრადიციულ მიდგომაზე - რუსი კოლეგის უდანაშაულობის პრეზუმფციის აღიარებაზე და იგი უკვე „ჭკუიდან გადასულად“, „გადარეულად“ შერაცხა.

მაგრამ ნიშნავს თუ არა უკრაინის შეტევა უფრო რაღაც დიდს და მნიშვნელოვანს, ვიდრე წარმატებულ საჰაერო თავდასხმას? დიახ, კრემლი გაცოფებული იქნება კიევის მოქმედებით და მისი უარით თავი წაგებულად აღიაროს, მაგრამ შემდეგ რა იქნება?

გასულ კვირას რუსეთმა ძლიერი სარაკეტო დარტყმა მიაყენა უკრაინის სამხედრ-სასწავლო ცენტრს, რომელმაც მრავალრიცხოვანი მსხვერლი გამოიწვია და რის გამოც პოსტიდან  გადადგა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი მიხეილ დრაპატი. რეკორდული აღმოჩნდა რუსული დრონების რაოდენობაც, რომლებმაც კიევს და სხვა ქალაქებს შეუტიეს.

უკრაინა თანამედროვე დასავლური იარაღის რეზერვების თვალსაზრისით ძალზე არასახარბიელო მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ამერიკულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს „პეტრიოტებს“ რუსეთის შეტევის მოსაგერიელებლად რაკეტები აღარ ჰყოფნით. უკრაინას მცირე შანსები აქვს იმისა, რომ კიევს პენტაგონი ძველებურად უხვად დაეხმარება. უყურებს რა ამ სიტუაციას, ვლადიმერ პუტინი მშვენივრად აცნობიერებს იმას, რომ უკრაინის მსხვილი სტრატეგიული ქალაქები და ქვეყნის ინფრასტრუქტურა სულ უფრო დაუცველი და მოწყვლადი ხდება. ეს აშკარად იმას ნიშნავს, რომ კრემლმა დროულად უნდა ისარგებლოს სიტუაციით და უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის მტკიცე ნებისყოფა გაუტეხოს.

ამრიგად, ასეთ არასასიამოვნო ფონზე მოხდა საოცარი მოვლენა, რასაც უკრაინელი ჯარისკაცების მორალური სულისკვეთების დიდი ხნის ნანატრი განმტკიცება მოჰყვა - სწორედ სტამბოლის მოლაპარაკების წინ, როცა უკრაინას ძალიან ჭირდებოდა ხელში რაღაც კოზირი ჰქონოდა რუსეთის წინააღმდეგ.

უკრაინიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ირკუტსკისა და მურმანსკის ოლქებში მდებარე რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბომბდამშენთა ბაზებზე შეტევის ოპერაცია „აბლაბუდა“ („ობობას ქსელი“) ნამდვილად უპრეცედენტოა. ყველაზე მეტი ზიანი მიიღო შორეულ აღმოსავლეთში, იაპონიასთან ახლოს მდებარე ავიაბაზა „ბელაიამ“ და კოლის ნახევარკუნძულზე, პოლარული წრის მიღმა დისლოცირებულმა  „ოლენიამ“. უკრაინის უშიშროების სამსახურმა, მეტი დარწმუნებისათვის, ინტერნეტში ბევრი ვიდეო და ფოტომასალა განათავსა, თუ როგორ იწვიან შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენები. კიევმა ასევე გამოაქვეყნა ის სცენარი, რომლითაც 18 თვის განმავლობაში მომზადებული ოპერაცია განხორციელდა - საიმედო ადამიანებით, სატვირთო ავტომანქანების მეშვეობით და დრონების დისტანციური მართვით (...).

უკრაინის უშიშროების სამსახურის შეფასებით, რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ავიაციამ 7 მილიარდამდე დოლარის ზიანი მიიღო და, როგორც ჩანს, ბომბდამშენების - ბირთვულ რაკეტმზიდ თვითმფრინავების - საერთო რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდა. უკრაინის სარდლობას, ალბათ, ძალიან გაეხარდა იმ ბომბდამშენების განადგურება, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრციდან უშვებდნენ რაკეტებს უკრაინის ქალაქების დასანგრევად. „ოჰო, რა ლამაზად გამოიყურება „ბელაიას“ აეროდრომი“, - ისმის უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის, გენერალ ვასილ მალიუკის ხმა ერთ-ერთ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაღალ დონეზე შეფასა განხორციელებული შეტევა და აღნიშნა „მისი აბსოლუტური უნიკალურობა“. შემდეგ მან რუსეთისადმი მიყენებულ „ჭრილობაზე მარილი მოაყარა“ და წაიტრაბახა: „ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსული დაზვერვის ერთ-ერთი რეგიონული ფილიალის გვერდით მუშაობდა და მათ ვერაფერი გაიგესო“.

თუმცა, ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ უკრაინის მიერ მიღწეული წარმატების მიუხედავად, სამხედრო სიტუაცია მაინც რუსეთისათვის სასარგებლოდ რჩება - სანქციებით და სანქციების გარეშე. რუსეთის არმია ისევ წინ მიიწევს და რადგანაც კრემლი სულ უფრო მეტ დრონებსა და ბალისტიკურ რაკეტებს ამზადებს, ჰაერში უპირატესობა ისევ მოსკოვს აქვს და, აქედან გამომდინარე, საერთო მდგომარეობა უკრაინას კარგს არაფერს უქადის.

დღეისათვის დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ უკრაინას ამერიკული „პეტრიოტის“ რვა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი აქვს, მაგრამ მათგან მხოლოდ ნახევარი დგას საბრძოლო პოსტზე, დანარჩენი რემონტშია. „პეტრიოტები“, პრინციპში, ერთადერთი იარაღია, რომელიც რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ გამოიყენება, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ორი „პეტრიოტია“ საჭირო ერთი რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად.

სხვათა შორის, როგორც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ოლეგ ივაშენკო ამბობს, 2025 წლისათვის რუსეთი 3000 დიდი სიშორის რაკეტების გამოშვებას გეგმავს, მათ შორის 750 „ისკანდერის“ და 560-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტის Х-101-ის დამზადებას.

სხვათა შორის, როგორც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ოლეგ ივაშენკო ამბობს, 2025 წლისათვის რუსეთი 3000 დიდი სიშორის რაკეტების გამოშვებას გეგმავს, მათ შორის 750 „ისკანდერის“ და 560-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტის Х-101-ის დამზადებას.

„პეტრიოტის“ რამდენი რაკეტა აქვს ამჟამად უკრაინას? ეს მონაცემი მკაცრად დაცულ სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა ექსპერტების აზრით, ალბათ, 200-ზე ნაკლები არ აქვს, რაც საკმაოდ ცოტაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონალდ ტრამპი ნებას მისცემს უკრაინას „პეტრიოტებისთვის“ აუცილებელი რაკეტების და აკუმულატორების საჭირო რაოდენობა შეისყიდოს, კიევი მათ შეძენას მაინც ვერ შეძლებს - იმიტომ, რომ კომპანია „ლოქჰიდ მარტინს“ წელიწადში მხოლოდ... 600 რაკეტის გამოშვება აქვს დაგეგმილი. განა ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ყველა რაკეტას გადასცემს? რა თქმა უნდა, არა.

ასე რომ, რაკეტების ანგარიში უკრაინისათვის სასარგებლოდ არ არის. შესაბამისად, ქვეყნის სარდლობამ ამჟამად მზერა მიაპყრო რუსეთის ბომბდამშენების ბაზებს და რაკეტების საწყობებს, რათა ორივე - თვითმფრინავებიც და რაკეტებიც გააუვნებლოს. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ კიდევ გავხდებით პირველი ივნისს მომხდარი შეტევის განმეორების მოწმე, მაგრამ ეს უკვე ძალიან რთული ამოცანა იქნება. თავის მხრივ, ალბათ, რუსეთიც გეგმავს საპასუხო ნაბიჯს...

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати