USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
«Politico» (აშშ//ბელგია): „უკრაინა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს 9 მაისს სამხედრო აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში კი არა, კიევში ჩავიდნენ“
Date:  579

„უკრაინის მთავრობამ ევროპელი ლიდერები და მაღალჩინოსნები კიევში მიიწვია 9 მაისის ზეიმში მონაწილეობის მისაღებად“, - იუწყება ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico), რომლის ევროპულ ვერსიაში (გამოდის ბრიუსელში, ბელგია) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს 9 მაისს სამხედრო აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში კი არა, კიევში ჩავიდნენ“ (ავტორები - ნიკოლას ვინოკური, ჰანს ფონ დერ ვურჰარდი და რასმუს ბუჰშტაინერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის მთავრობა მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, რომ ისინი 9 მაისის აღსანიშნავად მოსკოვში კი არ წავიდნენ, არამედ კიევში, რათა დიპლომატიური ძალის დემონსტრირება მოახდინონ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, რომელიც ყოველწლიურ სამხედრო აღლუმს წითელ მოედანზე მიიღებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ორშაბათს, 14 აპრილს, თავისი ევროპელი კოლეგები, ლუქსემბურგში შეხვედრის დროს, კიევში მიიწვია და მოუწოდა, რომ „ძალისა და ერთიანობის დემონსტრირება მოეხდინათ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი აგრესიის წამომწყები ქვეყნის წინაშე“.

უკრაინა იმ მიზნის რეალიზებას, რომ 9 მაისს მსოფლიოს თავისი ყურადღება მოსკოვიდან კიევზე გადაეტანა, ჯერ კიდევ სამი წლის  წინ შეეცადა, როცა ვლადიმერ პუტინმა ომი დაიწყო. დღეს, რასაკვირველია, სიტუაცია იმით არის შეცვლილია, რომ თუ ადრე აშშ ომის გაგრძელების მომხრე იყო, ამჟამად საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებას ცდილობს.

ვოლოდიმირ ზელენსკისათვის სასარგებლო იქნება, თუ ევროპელი ლიდერები, რომლებიც „უკრაინისათვის დახმარების გაწევის მსურველთა კოალიციაში შედიან, მაისში კიევში მართლაც შეიკრიბებიან - უკრაინის პრეზიდენტი მათ შეხვდება და „უსაფრთხოების გარანტიებისათვის“ მოელაპარაკება. აშშ ამ კოალიციის მონაწილე არ არის.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიწვევა გაუგზავნა ისრაელის, ჩინეთის, ბრაზილიის, სლოვაკეთის, სერბეთის და სხვა მარავალი ქვეყნის ლიდერებს, რომ მათ მეორე მსოფლიო ომში რუსეთის გამარჯვების 80 წლისთავი მოსკოვში აღნიშნონ. ამასთან, როგორც რუსული მასმედია იტყობინება, კრემლს აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მოსკოვში არ მიუწვევია.

იყო დრო, როცა მოსკოვში 9 მაისთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ აშშ-ისა და საფრანგეთის ლიდერები - ჯორჯ ბუშ-უმცროსი და ჟაკ შირაკი - ისინი დაესწრნენ წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს. ეს მოხდა 2005 წელს, მას შემდეგ აღლუმს არცერთი დასავლელი ლიდერი აღარ დასწრებია.

წყარო: https://www.politico.eu/article/kyiv-ask-eu-officials-may-9-visit-counter-vladimir-putin-victory-parade/

 

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way