USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
«Politico»: „ალექსი ნავალნის სიკვდილით უკრაინისთვის არაფერი არ შეცვლილა: ერთადერთი გამოსავალი ომიდან ისაა, რომ კიევმა ტერიტორიები უნდა დათმოს“
თარიღი:  

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ალექსი ნავალნის სიკვდილით უკრაინისთვის არაფერი არ შეცვლილა: ერთადერთი გამოსავალი ომიდან ისაა, რომ კიევმა ტერიტორიები უნდა დათმოს“ (ავტორი - სიუზან ლინჩი), რომელშიც გადმოცემულია ინტერვიუს შინაარსი ამერიკელ სენატორ ჯეი დი-ვენსთან, რომელიც მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

ამერიკელმა სენატორ-კონგრესმენმა ჯეი დი-ვენსმა, რომელიც უკრაინის მიმართ დახმარების გაწევის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მოწინააღმდეგედ ითვლება, მონაწილეობა მიიღო მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაში და საჯაროდ გამოსვლისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კიევისათვის დახმარება აშშ-ის ინტერესებში არ შედის.

Politico-სათვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ უკრაინელები ძალიან „შესანიშნავი ხალხია, ძალიან კარგი ადამიანები არიან, ისინი გმირულად იბრძვიან“, მაგრამ „ჩვენ, უბრალოდ, ამეტაპზე ნამდვილად არ გვაქვს ისეთი საწარმოო სიმძლავრეები, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე სახმელეთო ომს გაურკვეველი და განუსაზღვრელი დროით მხარი დავუჭიროთ“.

„რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი? კიდევ რამდენი თანხა დაიხარჯება სამომავლოდ ამ ომის გასაგრძელებლად? და მთავარი კითხვა: რატომ და როგორ უნდა ვაწარმოოთ დაუსრულებლად ჩვენ იარაღი უკრაინისათვის, როცა სხვა უამრავი და არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი?“, - ეს ჯეი დი-ვენსის კითხვები, რომლებიც ინტერვიუში თვითონ მან დასვა და ჯერ-ჯერობით ზოგადად ყველასათვის პასუხგაუცემელი რჩება.

რა თქმა უნდა, მიუნჰენის კონფერენციაზე ასეთი ლაპარაკი მკრეხელობად ითვლება - „იმიტომ, რომ ეს ფორუმი არის ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და პროუკრაინული განწყობების საყრდენი ღონისძიება“.

ადრე მიუნჰენში ხშირად ჩადიოდნენ ამერიკელი მაღალჩინოსნები - მათ შორის აწ უკვე გარდაცვლილი ჯონ მაკკეინისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ჩათვლით.

მართალია, ალექსი ნავალნის სიკვდილმა კონფერენციის მსვლელობაზე გარკვეული დამთრგუნველი გავლენა მოახდინა და მისი მონაწილეები კიდევ უფრო მეტად განაწყო რუსეთის  წინააღმდეგ, მაგრამ სენატორ ჯეი დი-ვენსის თქმით, რუსულ სასჯელაღსრულების კოლონიაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტი უკრაინის მიმართ ზოგადად სიტუაციას არ ცვლის.

სენატორმა აღნიშნა, რომ არ აპირებს უკრაინის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას მიუნჰენში: „მე არ ვფიქრობ იმას, რომ მათთან შეხვედრით რაიმე ახალს გავიგებ. მე უკვე ადრეც ვესაუბრე უკრაინის ხელმძღვანელობას და ამიტომ ახალი შეხვედრა გრაფიკში არ შეტანილა“.

„აშშ-ის კონგრესმა საბოლოო ჯამში თუნდაც მოიწონოს და დაამტკიცოს უკრაინისადმი ამერიკის დახმარების პაკეტი, ეს არ ცვლის ფუნდამენტურ ფაქტებს, რომ ჩვენ შეზღუდულები ვართ საბრძოლო მასალებში და რომ უკრაინას ცოცხალი ძალა არ ჰყოფნის. სიტუაცია ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს, რომ უკრაინელებმა რაღაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ ბრძოლის ველზე“, - ამბობს ინტერვიუში სენატორი.

ჯეი დი-ვენსმა კონკრეტულად გამოხატა თავისი პოზიცია: უკრაინას საბოლოოდ რუსეთისათვის ტერიტორიის დათმობა მოუწევს: „კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება უკრაინისაგან მნიშვნელოვან ტერიტორიულ დათმობას მოითხოვს. და თუ ვინმეს სამშვიდობო ხელისუფლების დადება სურს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ომიდან გამოსვლის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. ჩვენ საქმე რეალობასთან გვაქვს“.

თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრელიუს ლანდსბერგისმა გააკრიტიკა ჯეი დი-ვენსი და განაცხადა, რომ „საქმე ეხება არა მხოლოდ უკრაინის ან ევროპულ უსაფრთხოებას, არამედ ზოგადად მსოფლიოს უსაფრთხოებას, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს ინტერესებშიც შედის“.

აღსანიშნავია, რომ ჯეი დი-ვენსი აშშ-ის სენატში 2022 წელს იქნა არჩეული და აშშ-ის ექს-პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მტკიცე მხარდამჭერი გახდა, მანამდე კი აცხადებდა, რომ „ტრამპერი არასოდეს არ იქნებოდა“.

წყარო: https://www.politico.eu/article/navalny-death-fails-to-move-the-dial-for-vance/

 

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის