USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
«Politico» : „თურქეთი ნატოსთვის ის თავის ტკივილია, რომელიც ალიანსისთვის საჭირო და სასარგებლოა“
თარიღი:  353

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთი ნატოსთვის ის თავის ტკივილია, რომელიც ალიანსისთვის საჭირო და სასარგებლოა“ (ავტორი - ლილი ბაიერი).

„თურქეთის საგარეო პოლიტიკა ნატოს სხვა წევრი-ქვეყნების კურსისაგან ძალიან განსხვავდება, რაც, ბუნებრივია, ალიანსისათვის „თავის ტკივილად“ ითვლება, - ნათქვამია სტატიაში, - ანკარა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ დასავლურ სანქციებს არ უერთდება, ყიდულობს რუსული წარმოების სატენიტო-სარაკეტო კომპლექსებს და უტევს სირიელ ქურთებს, რომლებსაც ამერიკა მხარს უჭერს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნატოსათვის ზალზე არასასიამოვნოა, მაგრამ რა ქნას ბრიუსელმა? თურქეთს ხომ ალიანსისათვის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ანკარას ნატოში სიდიდით მეორე არმია ჰყავს... თურქეთს ასევე შეუძლია სასარგებლო შუამავლობა გასწიოს რუსეთთან სავარაუდო მოლაპარაკებისათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

თურქეთი, როგორც იქნა, საბოლოოდ დაეთანხმა ფინეთის ნატოში მიღებას, მაგრამ ძველებურად ეწინააღმდეგება შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. ბრიუსელი იძულებულია ანკარის ასეთ კურსს შეურიგდეს.

თურქეთს არაერთხელ გამოუხატავს უკმაყოფილება თავისი ნატოელი მოკავშირეების მიმართ. მაგალითად, 2017 წელს, როცა რეჯეფ ერდოღანმა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის კომპლექსის С-400-ების ყიდვა გადაწყვიტა.. როცა თურქეთის არმიამ სირიის კრიზისის დროს არაერთხელ შეუტია სირიელი ქურთების რაზმებს, რომლებსაც, სხვათა შორის, ამერიკა მხარს უჭერდა და იარაღით ამარაგებდა. გარდა ამისა, რაც ყველაზე გამაღიზიანებელი და არასასიამოვნოა დასავლეთისათვის - პრეზიდენტი რეჯეფ ერდორანს კარგი ურთიერთობები აქვს საძულველ, ბოროტ და აგრესორ ვლადიმერ პუტინთან...

ზოგიერთი ანალიტიკოსი გულწრფელად არის გაკვირვებული იმით, თუ როგორ ძლებს ნატოს შიგნით ასეთი კურსის მქონე თურქეთი ან როგორ ითმენენ სხვა წევრები ასეთი მოკავშირეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ალიანსის ოფიცილაურ წარმომადგენლებს ანკარის მიმართ ღიად მსგავსი პრეტენზიები და საყვედურები არასდროს არ უთქვამთ - პირიქით, ისინი აცხადებენ, რომ თურქეთის ნატოს წევრად ყოფნა ყველა მხარისათვის სასარგებლოა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ თურქეთს ალიანსში სიდიდით მეორე არმია ჰყავს, აქტიურად მონაწილეობს ნატოს ყველა მისიაში და ოპერაციაში, ასევე ქვეყნას უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელ რეგიონში. გარდა ამისა, თურქეთის კონტაქტებს რუსეთთან შეუძლიათ პოზიტიური როლი შეასრულონ  უკრაინასთან სამომავლო-სავარაუდო მოლაპარაკების მომზადების დროს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქეთი ნატოსათვის თავის ტკივილია, მაგრამ ალიანსი ითმენს, რადგან მისთვის ანკარასთან კავშირი აუცილებელია. ბრიუსელი იძულებულია შეურიგდეს ანკარის ონავრობას და ცელქობას, რომელიც მის უკმაყოფილებას იწვევს.

თურქეთის საგარეო პოლიტიკა ნატოს სხვა წევრების პოლიტიკისაგან მკვეთრად განსხვავდება. კერძოდ, ანკარა არ უერთდება ანტირუსულ სანქციებს, რეჯეფ ერდორანისათვის ვლადიმერ პუტინი, შეიძლება ითქვას, ახლო ადამიანია, რომელსაც რეგულარულად ურეკავს ტელეფონით და ესაუბრება, ხშირად ხვდება პირადად. რეჯეფ ერდოღანმა ისიც კი განაცხადა, რომ გარკვეულწილად რუსეთის პროვოცირება უკრაინასთან ომზე დასავლეთის ქმედებამაც განაპირობაო. ანკარა თავის თავს იმ ხიდად მოიაზრებს, რომლის აგება ალიანსის სხვა წევრებს არ ძალუძთ: გავიხსენოთ რომ სწორედ თურქეთის დიდი ძალისხმევით განხორციელდა „მარცვლეულის ექსპორტის გარიგება“ უკრაინისკრიზისის ცარჩოებში.

რაც შეეხება შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესს, თურქეთი ამაზე თავის თანხმობას უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში არ იძლევა. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ანკარა განგებ აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღებას 14 მაისამდე, როცა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. მხედველობაშია მისაღები ობიექტური მიზეზებიც, როცა სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოს წინ ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე ყურანი საჯაროდ დაწვეს, რაც თურქეთმა ეროვნულ შეურაცხყოფად აღიქვა. გარდა ამისა, არის ასეთი აზრიც, რომლის თანახმად, თურქეთი ცდილობს ასეთი პოლიტიკით ამერიკისაგან გარკვეულ დათმობებს მიაღწიოს, ვთქვათ, ავიაგამანადგურებელ „ფანტონ-16“-ის (F-16) მიწოდების საკითხში.

არსებობს იმის შეგრძნება, რომ თურქეთის ქცევის გამო გარკვეული უკმაყოფილების მიუხედავად, მისი საგარეო პოლიტიკა სამომავლოდ ალიანსს გამოადგება. როგორც ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსაბმა ჯეიმს შიმ განაცხადა, „მე თურქეთის სასარგებლოდ ფულს ნამდვილად დავდებდი, როცა საჭირო იქნება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის შუამავლის პოვნა, უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით“.

წყარო: https://www.politico.eu/article/turkey-nato-sweden-finland-is-the-headache-nato-needs/

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის