საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩს რიგაში ფილიპინების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დღეს, 4 ივლისს, 16:30 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
ჯგუფში სამი გუნდია და ნახევარფინალში ორი გადის. პირველ ტურში საქართველო ლატვიასთან 55:83 დამარცხდა, ხოლო მეორე დღეს მასპინძელმა ლატვიამ ფილიპინებთან 80:89 დათმო.
ლატვიას მეორედაც რომ გაემარჯვა, ბოლო ტურში, 4 ივლისს, საქართველოს ჯგუფიდან გასასვლელად ფილიპინებთან მინიმალური სხვაობით მოგებაც ეყოფოდა. ფილიპინების წარმატებამ კი „ჯვაროსნებს“ საქმე გაურთულა – ნახევარფინალში მხოლოდ იმ შემთხვევაში გავლენ, თუ ფილიპინებს 19 და მეტი ქულით მოუგებენ.
საქმე ის არის, რომ ქართველთა გამარჯვების შემთხვევაში სამივე გუნდს თითო მოგება დაუგროვდება. პლეი ოფში გამსვლელი დუეტი კი ბურთების შეფარდებით გაირკვევა. ლატვიამ ჯგუფური ეტაპი უკვე დაასრულა და ქულათა სხვაობა +19 აქვს, ფილიპინებს +9, საქართველოს -28.
ჩვენმა გუნდმა 19 ქულით რომ გაიმარჯვოს, ფილიპინებს გადაასწრებს და ნახევარფინალში მეორე ადგილით გავა. საქართველოს -9 ექნება, ფილიპინებს – -10.
შეგახსენებთ, რომ რიგაში ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის ექვსი ქვეყნის ნაკრები იბრძვის – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). ლატვიის გარდა, ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.
შეჯიბრების ფორმატის თანახმად, თითოეულ ლოკაციაზე მოასპარეზე 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. პლეი ოფში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
B ჯგუფის გახსნით შეხვედრაში ბრაზილიამ მონტენეგროს 81:72 სძლია. მეორე მატჩში მონტენეგრომ კამერუნს 70:66 აჯობა. დღეს 20 საათზე ბრაზილია კამერუნს დაუპირისპირდება.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.