USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
ოლაფ შოლცი - მკაცრად ვაფრთხილებ „ჰეზბოლას“ და ირანს, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში არ ჩაერიონ
дата:  500

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი „ჰეზბოლასა“ და ირანს მოუწოდებს, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში არ ჩაერიონ.

„პირდაპირ ვაფრთხილებ „ჰეზბოლას“ და ირანს, არ ჩაერიონ ამ კონფლიქტში”, - განაცხადა შოლცმა იორდანიის მეფე აბდულა II ბინ ალ ჰუსეინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს.

„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ, გერმანიის მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი არ გამწვავდეს და ასევე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების წვდომისთვის მოქალაქეების ტანჯვის შესამსუბუქებლად“, - აღნიშნა შოლცმა და დასძინა, რომ „ჰამასი“ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати