USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ოლაფ შოლცი - არ უნდა ვიდგეთ გულგრილად, როცა კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული ძალა, საზღვრების შეცვლას ცდილობს
Date:  553

რუსეთის საოკუპაციო ომს უკრაინის წინააღმდეგ არავითარი გამართლება არ აქვს, პუტინი ამ ომს ერთი - უკრაინის ხელში ჩაგდების მიზნით აწარმოებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შოლცმა გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმართა, არსებულ სიტუაციაში ნეიტრალურობას ნუ გამოიჩენენ.

„არ უნდა ვიდგეთ გულგრილად, როდესაც კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული ძალა - გაერო-ს დამფუძნებელი წევრი და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი - ძალადობის გამოყენებით საზღვრების შეცვლას ცდილობს“, - აღნიშნა შოლცმა სიტყვით გამოსვლისას.

გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის დაცვის მნიშვნელობას.

”წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს ალტერნატივა არის ძლიერის ბატონობა სუსტზე. იმპერიალიზმის დაბრუნება კატასტროფაა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ კატასტროფაა ჩვენი გლობალური სამშვიდობო წესრიგისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აქ, ამ დარბაზში 141-მა ქვეყანამ კატეგორიულად დაგმოს რუსეთის საოკუპაციო ომი“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way