ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი გაგრის "პროკურატურაზე" დაყრდნობით წერს.
"გაგრის რაიონში, რუსეთ-აფხაზეთის საზღვართან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს".
მათივე წყაროს ცნობით, სროლა რუსეთის მოქალაქესა და ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებს შორის პირადი კონფლიქტის გამო მოხდა.
ამავე ცნობებით, გარდაცვლილი და ორივე დაჭრილი თვითმხილველები არიან.
„ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები, რომლებიც ადგენენ შემთხვევის ყველა გარემოებას“, - აცხადებენ ე.წ. პროკურატურაში.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.