USD 2.6936
EUR 3.1464
RUB 3.5993
თბილისი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა თბილისის რეჟიმის კრიმინალური ქმედებების შედეგად
თარიღი:  1107

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეს ეხმიანება, ნათქვამია, რომ - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა, როგორც პოლიტიკურმა და სამართლებრივმა რეალობამ, 2008 წელს თბილისის რეჟიმის კრიმინალური ქმედებების შედეგად, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.

„ნატო-ს სამიტის დასკვნითი განცხადება ტრადიციულად მოუწოდებს რუსეთს „გაიყვანოს ჯარი საქართველოდან", უარი თქვას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და შეასრულოს მითიური "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება". ამ მოთხოვნების აბსურდულობა აშკარაა ნებისმიერი საღად მოაზროვნე დამკვირვებლისთვის, რომელიც იცნობს 2008 წლის აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და არ საჭიროებდა სხვა სახელმწიფოებისგან დამოწმებას. მოსკოვისა და სოხუმის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები ასევე არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის" მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა, როგორც პოლიტიკურმა და სამართლებრივმა რეალობამ, 2008 წელს თბილისის რეჟიმის კრიმინალური ქმედებების შედეგად, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების მტკიცებით, ნატო-ს ან ნაბიჯმა შეიძლება სერიოზულად გააუარესოს უსაფრთხოების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში და საბოლოოდ შეარყიოს მონაწილეებისა და საერთაშორისო შუამავლების მუშაობა, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევისკენაა მიმართული.

ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ალიანსის ლიდერები ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, ნატოს ქვეყნები რუსეთს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარის გაყვანისკენ და ამ რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

მსოფლიო
ირანი - ის ქვეყნები, რომლებსაც მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური ქვეყნის სამხრეთელ მეზობლებს აფრთხილებს, რომ თუ მათ ტერიტორიას ან ობიექტებს მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ისინი „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ“, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სამხედრო მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ირანის „სამიზნეების სია“ გაფართოვდა და ის არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს მოიცავს, არამედ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში, მდებარე ნავთობის მსხვილ საბადოებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც.

ირანული მედია წერს, რომ სპარსეთის ყურის ზოგიერთმა ქვეყანამ ადრე „ირანის მტრებს მათი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა“ და თუ ისინი იგივეს ახლაც გააკეთებენ, მათი „ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის