USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია
дата:  2550

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია. „წვიმის შედეგად, აფხაზეთში ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია. როგორც მინისტრმაც აღნიშნა, ვითარება მართვადი და კონტროლირებადი იყო. დღეს ხანძარი გაჩნდა ოჩამჩირის რაიონშიც, თუმცა ისიც ჩამქრალია“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა რომან ლაბიამ და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული, რა ფართობია დამწვარი ხანძრის შედეგად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე მძიმე ვითარება გაგრაში იყო, სადაც ხანძარი დასახლებულ პუნქტებსაც მიუახლოვდა.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати