ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “მთავრობა” თბილისთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების აღდგენის ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ” ირაკლი ტუჟბამ განაცხადა.
“აფხაზურმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის გალღობისთვის წინადადებების მორიგი პაკეტი მოამზადა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახლანდელი წინადადებები შესაბამის რეაგირებას მიიღებენ საქართველოში და ამ ფორმატში მუშაობის დაწყებას შევძლებთ”, - განაცხადა ტუჟბამ.
მისი თქმით, აფხაზეთი რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ფორმატის აღსადგენად, მაგრამ თბილისი არანაირ აქტიურობას ან IPRM-ის აღდგენის სურვილს არ იჩენს.
“ვთვლით, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატია, ჟენევის პროცესის ნაწილი, უსაფრთხოების ე.წ. ლოკალური მექანიზმი. 2021 წელს გამოვედით ოფიციალური წინადადებებით, რომლებიც გაეროს წარმომადგენლების მეშვეობით ჩვენს ქართველ კოლეგებს გადავეცით”, - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.”
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.
„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.