USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Tbilisi
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება
Date:  1046

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში 11 დეკემბერის გამოსვლას ეხმაურება, რომელმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ოკუპირებული ტერიტორიები უწოდა.

„11 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზურ და ოსურ მოსახლეობასთან დასაახლოებლად ახალი გზების ძიების მოწოდებით. ის დარწმუნებულია, რომ საქართველომ უნდა ეძებოს დაახლოების გზები“, - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.

მათივე განცხადებით, საქართველოში მართლაც რომ გაჩნდეს დაინტერესება იმისა, რომ მოხდეს აფხაზეთთან არსებული პოლიტიკის შეცვლა, ახალი მიუდგომები, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაჩენილიყო ჟენევის დისკუსიის მოედანზე.

„თუმცა, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდმა აჩვენა, საქართველო თავისი პოლტიკის შეცვლისთვის ჯერ მზად არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული მხარე გამოავლენდა გაცილებით კონსტრუქციულ პოზიციას და არ გაჯიუტდებოდა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way