USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Тбилиси
ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „აღიაროს მათი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“
дата:  1643

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღიაროს ორივე დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ერთობლივ „კომუნიკეში“, რომელიც ე.წ. მინისტრების სოხუმში შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

„აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა განაცხადეს თავიანთი მტკიცე განზრახვა, მიაღწიონ იურიდიული შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს რესპუბლიკის მიერ ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ, საქართველოს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის, ასევე საქართველოს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის“, - ნათქვამია დოკუმენტში.

არძინბამ და მედოევმა განიხილეს „ქვეყნებს შორის“ თანამშრომლობის შესახებ აქტუალური საკითხები. დაადასტურეს ურთიერთქმედებათა გამყარებისკენ სწრაფვა „რესპუბლიკებს“ შორის იმ სფეროებისადმი, რომელთა მიმართ ორივე დეფაქტო რესპუბლიკას გააჩნია მისწრაფება.

მხარეებმა დაადასტურეს სწრაფვა დე ფაქტო რესპუბლიკების ფართომასშტაბიანი აღიარების მიღწევის თაობაზე.

Тбилиси
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати