ოკუპირებულ ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი დაიჭრა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა „სამართალდამცავი სტრუქტურების“ ხელმძღვანელებს დაავალა, მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება ჩაატარონ.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.