USD 2.6936
EUR 3.1771
RUB 3.5389
Tbilisi
ოკუპირებულ ცხინვალში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო, დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს
Date:  1470

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო, „რაზდახანის“, იგივე „მოსაბრუნის“, და „პერევის“ საგუშაგოები ჩაიკეტება, - აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უშიშროების საბჭოს“ ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი თავმჯდომარეობდა.

გაგლოევის პრესსამსახურის განმარტებით, ე.წ. საზღვარი ჩაიკეტება „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით“.

„დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები და საელჩოები უკვე ღიად აკეთებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში სიტუაცია კონტროლიდან გამოიყვანონ“, - განაცხადა გაგლოევმა შეხვედრაზე.

მისი თქმით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სიტუაცია რთულდება.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის, თუნდაც ღია წყაროებიდან, ვხედავთ, რომ სიტუაცია რთულდება“, - აღნიშნა გაგლოევმა.

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way