USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რამოდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს
თარიღი:  1984

ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში, თეატრალურ მოედანზე, პარტია „ერთიანი ოსეთის“ ორგანიზებით მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მილიციის იზოლატორში დაღუპული 28 წლის ინალ ჯაბიევის საქმის სამართლიან გამოძიებას მოითხოვდნენ და ე.წ. ოპოზიციას ამ ტრაგედიით სპეკულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციას, სახელწოდებით „კანონისა და სამართლიანობისთვის“ ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მონაწილეებს სიტყვით დე ფაქტო „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმაც მიმართა და განაცხადა, რომ ყველა, ვისაც ჯაბიევის სიკვდილში ბრალი მიუძღვის, ციხეში აღმოჩნდება.

„ყველა მთელი სიმკაცრით დაისჯება და ციხეში ჩაჯდება. მათ კი, ვინც ფიქრობს, რომ ამ ტრაგედიას გამოიყენებს, უკანონობას შექმნის და ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, მინდა, ვუთხრა, რომ არ გამოუვა, იმიტომ, რომ ოსეთში კანონი და კონსტიტუცია დომინირებს,“- აღნიშნა ბიბილოვმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროტესტი ცხინვალის მილიციის იზოლატორში 28 წლის ინალ ჯაბიევის დაღუპვას მოჰყვა, რომელიც მისი ახლობლების მტკიცებით, წამებითაა მოკლული. აქციის მონაწილეებს მხარს უჭერენ ე.წ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტის - ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომას, ძალოვანი უწყებების ძირეულ რეფორმირებასა და ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

პროტესტის ფონზე ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შსს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა პოსტიდან, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის