USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები ჩატარდა
თარიღი:  722

ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკაში სამხრეთის სამხედრო ოლქის სადაზვერვო ქვედანაყოფების სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგის სამთო-სატყეო რაიონში ჩასაფრებული სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფები გაანადგურეს. განცხადებას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

წვრთნის მსვლელობისას სამხედროებმა "გროტ-მ"-ის თანამედროვე ციფრული კავშირგაბმულობის და ნავიგაციის სისტემების და ასევე "სტრლეც"-ის დაზვერვის და კავშირგაბმულობის კომპლექსების გამოყენებით მწყობრიდან გამოიყვანეს პირობითი მოწინააღმდეგის კომუნიკაციები, განახორციელეს სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფების შესაძლო მარშრუტებისა და დისლოკაციის რაიონების დაზვერვა. ჩართული იყო ჯავშანტექნიკაც.წვრთნები ცაბალის პოლიგონზე ჩატარდა და მასში 100-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. ასევე გამოიყენეს სამხედრო ტექნიკის 30 ერთეული, მათ შორის სადაზვერვო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორი БТР-82АМ, ჯავშანმანქანები "ტიგრი" და კამაზ "მუსტანგი", საიმიტაციო ჭურვები ИМ-120, სასიგნალო რაკეტები და ფუჭი საბრძოლო მასალა.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის