USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
თარიღი:  1472

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების აღსაკვეთად და მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება 28 მარტიდან 20 აპრილამდე. ასევე იგეგმება  კომენდანტის საათის დაწესებაც, შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დღემდე აფხაზეთში COVID 19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, რის საფუძველზე ამბობენ ამას, გაურკვეველია, რადგან, მათივე ცნობით, ვირუსის დასადგენად საჭირო 400 ტესტი რუსეთისგან მხოლოდ ახლახან მიიღეს.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის