USD 2.6835
EUR 2.8762
RUB 2.8785
Tbilisi
ოკუპირებულ აფხაზეთში „პარლამენტის“ ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
Date:  433

ოკუპირებული აფხაზეთის ახალი მოწვევის „პარლამენტმა“ დღეს პირველი სხდომა ჩაატარა და 32 წლის ლაშა აშუბა ახალ სპიკერად აირჩია.

აშუბას მხარი ფარული კენჭისყრით 33-მა „დეპუტატმა“ ერთსულოვნად დაუჭირა. აფხაზეთის „საკანონმდებლო ორგანო“ 35 წევრისგან შედგება, თუმცა 2 „დეპუტატის“ ასარჩევად განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

აშუბა თემურ ბერიასთან, ასტამურ არშბასთან, ალხას ჰაგბასთან, ვენორი ბებიასთან, ლევონ გალუსტიანთან და აშოტ მინასიანთან ერთად, იმ შვიდ „დეპუტატთაგანია“, რომლებმაც მანდატები წინა 2017-2022 მოწვევის „პარლამენტიდან“ შეინარჩუნეს.

საგულისხმოა, რომ ლაშა აშუბას მამა, ნუგზარ აშუბა 2002-2012 წლებში ასევე „პარლამენტის თავმჯდომარის“ პოსტზე მსახურობდა.

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way