USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია იგეგმება
Date:  988

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ფართომასშტაბიან პრივატიზაციას გეგმავს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, საუბარია ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და სხვა უძრავი ქონების რუსულ ბიზნესსა და რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვაზე.

„აფხაზეთში ღიად დაიწყო საუბარი ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის თაობაზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს როგორც ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ობიექტების, ისე უძრავი ქონების გასხვისებას რუსულ ბიზნესზე და რუსეთის მოქალაქეებზე. უძრავი ქონების დიდი ნაწილი აფხაზეთში უპატრონოდაა მიტოვებული. 250 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველის პირადი ქონება მიწის და შენობა-ნაგებობების სახით რუსეთის ბევრი მოქალაქისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. თუმცა, გაცილებით მეტი ფასი რუსეთისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწას და საბჭოთა პერიოდის ტურისტულ ინფრასტრუქტურას ექნება. ჩვენი აზრით, სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება პრივატიზაციის პირველი ტალღა  დავინახოთ, რითაც, პირველ რიგში, რუსული ბიზნესი და რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ეკონომიკური აქტორები იხეირებენ. ეს პროცესი კიდევ უფრო გააღრმავებს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიას“,- აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ პერსპექტივას აფხაზეთში ენთუზიაზმით არ შეხვედრიან და შიშობენ, რომ რუსების მიერ აფხაზეთში საკუთრების შეძენა, უკიდურეს უმცირესობაში მოაქცევს ადგილობრივ ეთნიკურ აფხაზებს.

საქართველოსთვის ამ პროცესის გაკონტროლება მოცემულ ვითარებაში უკიდურესად რთულია. თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ქვეყანამ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტი იმ ეკონომიკური აქტორების სანქცირებისთვის, რომლებიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების შეძენას გადაწყვეტენ.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way