USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
дата:  644

ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გახსნილია 152 ე.წ. საარჩევნო უბანი, მათ შორის ორი გალის რაიონში.

ე.წ. არჩევნებში ხმის მიცემა შესაძლებელია მოსკოვსა და ჩერკესკში გახსნილ უბნებზეც.

ე.წ პრეზიდენტობისთვის ხუთი, კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.

კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება. ე.წ. ამომრჩეველთა ძირითად სიაში 134 500 ადამიანია რეგისტრირებული.

ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა. გადადგომას წინ ოპოზიციის მასობრივი მიტინგი უძღოდა. მიზეზი ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთთან დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება გახდა. შეთანხმება რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევდა. ე.წ. პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება ვერ შეძლო.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати