USD 2.7067
EUR 3.1230
RUB 3.3103
Тбилиси
«Voice of America»: „საქართველო ცდილობს თავისი წინააღმდეგობრივი საბჭოური ისტორია დასავლურ მომავალს შეუთავსოს“- ევროპული პერსპექტივა სტალინური წარსულის ფონზე
дата:  

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო ცდილობს თავისი წინააღმდეგობრივი საბჭოური ისტორია დასავლურ მომავალს შეუთავსოს“ (ავტორი - ჰენრი რიჯველი).

გორში, იოსებ სტალინის მუზეუმის მარმარილოს ვესტიბიულში მდგარი ულვაშიანი საბჭოთა დიქტატორის დიდი ქანდაკების წინ ყვავილებია დაწყობილი. აქ ყველაფერი მის ცხოვრებას უკავშირდება. ირგვლივ ტურისტები დადიან - ისინი ძირითადად დასავლურ, რუსულ და ჩინურ ენებზე ლაპარაკობენ - და ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც იდეალური სელფი-ფოტოსურათები შეიძლება გადაიღონ.

იოსებ სტალინი 1878 წელს გორში დაიბადა. ქალაქი დღემდე პატივს სცემს თავის გმირს. უზარმაზარი მუზეუმი, რომელიც 1957 წელს აშენდა - ოთხი წლის შემდეგ მისი სიკვდილიდან - ასახავს საქართველოს მცდელობას შეუთავსოს და შეარიგოს თავისი წინააღმდეგობრივი მე-20 საუკუნის საბჭოური ისტორია მომავალთან, დასავლეთზე ორიენტირებულთან.

იოსებ სტალინის „ტაძარი“

მუზეუმი, როგორც ჩანს, ბოლო 70 წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. მის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ექსპოზიციას წარმოადგენს იოსებ სტალინის სამუშაო კაბინეტი - კრემლის კაბინეტის ზუსტი ასლი, რომელიც ორიგინალური ავეჯითაა მოწყობილი, მაგიდაზეც კრემლის ტელეფონი დგას. ნახატებზე საბჭოთა ბელადი ხელში აყვანილი ბავშვებით, მღიმარე სახით არის აღბეჭდილი. იქვე, მუზეუმის შესასვლელთან ახლოს სუვენირების მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ღვინო „სტალინი“, სანთებელები სტალინის გამოსახულებით ან მინი-ბიუსტები, რომლებიც ბრინჯაოსგან არიან ჩამოსხმულნი.

მუზეუმის ერთ-ერთ ყველაზე არაჩვეულებრივ ექსპოზიციას წარმოადგენს აგრეთვე იოსებ სტალინის სიკვდილის შემდგომი ნიღაბი, რომელიც განთავსებულია ტაძრის მსგავს მრგვალი ატრიუმის განათებულ ცოკოლზე. საერთოდ, შენობა უფრო ბელადის აკლდამას, მის საძვალეს მოგვაგონებს, ვიდრე მუზეუმს.

იოსებ სტალინს ქებბა-დიდებას უძღვნიან იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირმა, მისი ხელმზღვანელობით უდიდესი წვლილი შეიტანა ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში, თუმცა მას ასევე ბრალს სდებენ 30 მილიონი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით დასჯაში. სწორედ ეს ბრალდებაა ასახული კიბის ქვეშ არსებულ პატარა ოთახში გამოფენილ მასალებში, რომლებიც სტალინისა და მისი გარემოცვის მიერ ჩადენილ დანაშაულობებს გვამცნობს - „გულაგის“ ბანაკებზე, მასობრივ იძულებით შიმშილობებზე, მილიონობით საბჭოთა მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უკანონო რეპრესიებზე, ქართველების ჩათვლით.

რუსული ოკუპაცია

იოსებ სტალინის სიკვდილიდან 71-ე წელს რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე თავისი ძალაუფლება გაავრცელოს. გორიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით რუსული საოკუპაციო ხაზი გადის. რუსული ჯარებს ჯერ კიდევ აქვთ დაკავებული საქართველოს 20%-მდე ტერიტორია, რომელიც მოსკოვმა ორ ეტაპად განახორციელა - 1990-იანი წლების სამოქალაქო ომისა და 2008 წლის სამხედრო თავდასხმის შედეგად, როცა კრემლის ჯარებს მცირე ხნის განმავლობაში გორიც ჰქონდათ ოკუპირებული, შემდეგ კი მათ უკან, კავკასიის მთებისაკენ დაიხიეს, თუმცა ისინი საქართველოს ტერიტორიის ნაწილს - ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სახელწოდებით, ამჟამადაც აკონტროლებენ და იქ მათი სამხედრო ბაზაა დისლოცირებული.

რუსეთის ჯარები ადგილობრივი მოსახლეობისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. „მთავარია, რომ საოკუპაციო ხაზი არ გადავკვეთოთ. თუ გადავკვეთავთ, დაგვაკავებენ“, - ამბობს ადგილობრივი ფერმერი გელა ბოლოთაშვილი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.

წარსული და ამჟამინდელი პრობლემები ფონს ქმნიან საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური რყევებისათვის, რომლის მოსახლეობა ოქტომბერში საპარლამენტო გადამწყვეტი  არჩევნების ჩასატარებლად ემზადება. ქვეყანას მართავს პარტია“ ქარტული ოცნების“ მიერ შექმნილი მთავრობა, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაარსებული და მხარდაჭერილი. ოლიგარქმა თავისი ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში საქმიანობის დროს დააგროვა, 1990-იან წლებში.

კრიტიკოსები ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას იმაში ამხელენ, რომ ისინი ცდილობენ საქართველოს კონსტიტუციით გამოცხადებულ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვიონ, უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მოსკოვთან კავშირები არადგინონ. ამ ბრალდებებს „ქართული ოცნება“ უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველო 2030 წლისათვის ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება.

პარალელურად კი მმართველი პარტია ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა, რომელსაც თან ახლავს მოსახლეობისადმი გაფრთხილებები, რომ აშშ-სა და ნატოს განზრახული აქვთ საქართველოს ჩათრევა რუსეთ-უკრაინის ომში. ამას წინათ მიღებული კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ [ოპოზიციის მიერ] განიხილება როგორც მცდელობა იმისა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ჩაახშოს კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებსაც დასავლეთი აფინანსებს. ამ ფაქტმა ვაშინგტონი აიძულა ივნისის თვის დასაწყისიდან სანქციები დაეწესებინა „ქართული ოცნების“ ზოგიერთი საპარლამენტო დეპუტატის მიმართ.

რამდენიმე თვის წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები შედეგები მოწმობს, რომ ქართველების 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და შესაბამისად, ეს საკითხი ოქტომბრის არჩევნების წინ საკვანძო მომენტად გადაიქცევა.

ევროკავშირი იმედოვნებს...

გორიდან აღმოსავლეთით, კავკასიის მთების ძირში, არქეოლოგებმა ისეთი ადგილი იპოვეს, რომლის შესწავლით დამტკიცდა, რომ საქართველოში ღვინის წარმოების უძველესი კერა არსებობდა. კახეთის რეგიონში 8 ათასი წლის წინათ ღვინოს ამზადებდნენ - უფრო ადრე, ვიდრე სადმე მთელ მსოფლიოში, რის გამოც საქართველომ „ღვინის სამშობლოს“ სახელწოდება მიიღო. ეს ფაქტი ბევრად განსაზღვრავს საქართველოს მომავალს ევროკავშირის ჩარჩოებში.

ღვინის კომპანია „ნეკრესი“ წელიწადში 50 ათას ბოთლ ღვინოს ამზადებს შიდა და საგარეო ბაზრისათვის. ქართული ღვინის ექსპორტი ხდება როგორც აშშ-ში, ასევე საფრანგეთში და სამხრეთ კორეაში. უახლოეს წლებში „ნეკრესი“ ღვინის წარმოების გაფართოებას გეგმავს - წელიწადში 250 ათას ბოთლამდე. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ უცხოურ ბაზრებზე პროდუქციის გასაყიდად, განსაკუთრებით ევროპაზე“, - ამბობს ნარა სილაგაძე, „ნეკრესის მამულის მმართველი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, - „საქართველოს პოტენციური გაწევრიანება ევროკავშირში ჩვენი ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნანიჯი იქნებოდა“.

ევროკავშირმა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელა საქართველოს სახელმწიფო და კერძო კომპანიებში, თავისი სტრატეგიის თანახმად. ევროკავშირი აცხადებს, რომ ინვენსტიციები მიმართულია საქართველოსა და ევროკავშირის ციფრული, ენერგეტიკული და სატრანპოსრტო კავშირების გასაფართოებლად, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ღვინის კომპანია „ნეკრესი“ მათ რიცხვშია, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობენ.

„დღემდე ჩვენ საკუთარ რესურსებს ვეყრდნობოდით, მაგრამ წარმოების გაფართოების კვალობაზე აუცილებელი გახდა დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირის ფონდებმა გაგვიწიეს. სასრუმრო, რომელსაც ახლა ვაშენებთ, ენერგოეფექტურად ითვლება. ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ჩვენთან ეთანამშრომლა და მხარში ამოგვდგომოდა, ჩვენი გაძლიერება-განვითარების მიზნით“, - ამბობს ნარა სილგაძე.

გეოპოლიტიკური დაძაბულობა

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობა აღიდგინა, ევროპისა და შეერთებულმა შტატების მიერ მნიშვნელოვანი თანხები იქნა ჩადებული საქართველოს ეკონომიკაში, ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებისათვის. თუმცა დღეს, დასავლეთისა და აღმოსავლეთს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების განახლების ფონზე, საქარტველოს პოლიტიკური კურსი კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნების მოახლოების კვალობაზე ქართველები თავიანთ წინააღმდეგობრივ ისტორიასა და მომავლის იმედებს შორის რჩებიან - იმედებისა, რომლებიც კონფლიქტების განახლების შიშის ჩამნერგავი პროპაგანდით არიან დაჩრდილული.

წყარო: https://www.voanews.com/a/georgia-tries-to-reconcile-contested-soviet-history-with-western-future/7668055.html

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати