USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
«Voice of America» (აშშ): „ორპარტიული ძალისხმევა უკრაინის დახმარების კანონპროექტის მხარდასაჭერად“
Date:  

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნა სტატია სათაურით „ორპარტიული ძალისხმევა უკრაინის დახმარების კანონპროექტის მხარდასაჭერად“, რომელშიც განხილულია კონგრესმენთა თვალსაზრისი და პროგნოზები უკრაინის მხარდასაჭერი კანონპროექტის მიღების ირგვლივ.

გთავაზობთ პუბლიკაცის მცირე შემოკლებით:

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უკრაინელ მეგობართა ჯგუფმა 17 თებერვალს პრეს-კონფერენცია გამართა, რომლის დროსაც ჟურნალისტებმა კონგრესის წევრებს დაუსვეს კითხვები დახმარების დაფინანსების შეფერხებულ კანონპროექტზე და კენჭისყრაზე გატანის წინააღმდეგობის დაძლევის გზებზე.

ჟურნალისტებს სურდათ კონგრესის წევრებისგან მიეღოთ ინფორმაცია მოქმედების გეგმაზე იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დახმარების საკითხი საერთო კენჭისყრაზე არ გამოვიდოდა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელებს სურთ უკრაინის, ტაივანის და შეერთებული შტატების საზღვრების დაცვა, ის სრულად ენდობა სპიკერ მაიკ ჯონსონს და სჯერა, რომ სპიკერი ასეთი კანონის მისაღებად ყველაფერს გააკეთებს.

„ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე გზა, რომ ეს მისი გვერდის ავლით გაკეთდეს, კონგრესმენმა ჯო უილსონმა თქვა, რომ ეს ნორმალური უთანხმოებებია და რესუბლიკელები და დემოკრატები ამერიკელი ხალხის ინტერესების შესაბამისად ერთობლივად იმუშავებენ.

დემოკრატმა წარმომადგენელმა ტეხასიდან შილა ჯექსონ ლიმ თქვა, რომ ისინი იმედს არ კარგავენ: „სპიკერები, ლიდერები ბევრ რამეს ამბობენ. არის კონგრესის ბევრი წევრი. ვფიქრობთ არის 300 წევრი, რომელიც მზად არის ამ პაკეტს ხმა ახლა მისცეს... ნამდვილად მჯერა, როგორც კონგრესმენმა უილსონმა თქვა, ჩვენ ამას გადავწყვეტთ. იქნება კენჭისყრა და დავიწყებთ იმ დოლარების გადასროლას ყველა ადგილზე, სადაც მათი საჭიროება არსებობს“, - თქვა შილა ჯექსონ ლიმ.

ნიუ-ჯერსის შტატის წარმომადგენელმა ბილ პასკრელმა თქვა, რომ ხმები არის. ამის შესამოწმელად ესაუბრნენ ადამიანებს ორივე პარტიიდან. საჭიროა მხოლოდ კენჭისყრაზე გატანა და უმრავლესობა გადაწყვეტილებას მიიღებს. მან თქვა, რომ რესპუბლიკური პარტიის შიგნით როგორი პრობლემებიც არ უნდა არსებობდეს, უკრაინელი ხალხისთვის უსაფრთხოების შექმნასთან შედარებით ეს მეორეხარისხოვანია.

„ამერიკის ხმამ“ კონგრესმენებს ჰკითხა, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ზოგიერთი კოლეგის არგუმენტები რუსული პროპაგანდის სარკისებურ ანარეკლს ჰგავს, თუ სჯერათ, რომ არის ზოგიერთი კანონმდებელი, რომელიც კრემლის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა თქვა:

„ნამდვილად მჯერა, რომ ხმები რუსულ გავლენაზე ადრე უკვე გვესმოდა. არ მჯერა, რომ ის არსებობს, მაგრამ ვიცი, რომ არის უბრალოდ უთანხმოება. ჩემს პარტიაში ტრადიციულად გვყავდა ჯგუფი, რომელიც ერთგვარად იზოლაციონისტია. მე რონალდ რეიგანის პარტიას ვეკუთვნი და ეს ნიშნავს მშვიდობას ძლიერების მეშვეობით... მჯერა, რომ უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს. გამარჯვება ნიშნავს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ პოზიციაზე უნდა დავრჩეთ. მინსკის შეთანხმებით შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და თვითონ რუსეთმაც განაცხადეს, რომ უკრაინელი ხალხისთვის ტერიტორიული მთლიანობა უნდა შენარჩუნდეს.“

არის ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ სპიკერ ჯონსონს კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა არ სურს, რადგან შიშობს რომ ე.წ. „მაგა“ რესპუბლიკელების ოპოზიციით შესაძლოა თანამდებობა დაკარგოს. „ამერიკის ხმამ“ დემოკრატ კონგრესმენებს ჰკითხა, ასეთ შემთხვევაში დაეხმარებიან თუ არა რესპუბლიკელ სპიკერს, თანამდებობა შეინარჩუნოს.

კონგრესმენ ბილ პასკრელის თქმით, „მიმაჩნია, რომ ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. სერიოზულად ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. ახლა სიცოცხლესა და სიკვდილზე ვსაუბრობთ. არ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ მომავალში რა მოხდება. და ახლა, თქვენ იცით როგორია ვითარება, ალბათ ჩემზე უკეთესად, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც უნდა გააკეთო, რაღაც ხელშესახები და ლაპარაკი უნდა დასრულდეს. გვინდა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“.

კითხვაზე, ეს მარტამდე მოხდება თუ არა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა გაურკვეველი პასუხი გასცა: „არ ვიცით როდის. არასდროს არ ვიცით“, ხოლო ბილ პასკრელმა - „იცით, არის დიდი წნეხი, რომ ამას ერთი ან ორი დღით დავუბრუნდეთ და დავასრულოთ. მე ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს. ჩვენ ადამიანების სიცოცხლეებზე ვსაუბრობთ“.

„ამერიკის ხმამ“ კონგრესმენებს ჰკითხა, კანონპროექტის მიღების გაჭიანურების შემთხვევაში, ადმინისტრაციამ უნდა გამოიყენოს თუ არა პრეზიდენტის საგანგებო უფლებამოსილება (PDA - Presidential Drawdown Authority) უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მისაწოდებლად, რაზეც კონგრესმენებმა გადაჭრით დადებითი პასუხი გასცეს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7491158.html

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way