USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „ივანიშვილის მორიგი ბლეფი თუ „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?“
თარიღი:  539

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ივანიშვილის მორიგი ბლეფი თუ „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?“, რომელშიც განხილულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და პარტიის მიერ გაცხადებული ზოგიერთი პროგრამული განზრახვის, მათ შორის „საკონსტიტუციო უმრავლესობით“ ხელისუფლებაში დარჩენისა „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის’ ურთიერთკავშირი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა მორიგი წინაასაარჩევნო კამპანია მცხეთაში ომით დაიწყეს, რომ ოლიგარქმა პარტიულ აქტივს მიმართა და 10 წუთიან გამოსვლაში, პრაქტიკულად, ამომრჩეველს არაფერს დაპირდა. ხელისუფლებაში ყოფნის მეთორმეტე წელს, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ „გასამართლება-აკრძალვას“ და სექსუალური უმცირესობისთვის უფლებების მკვეთრ შეზღუდვას აპირებს.

მცხეთაში გაისმა კიდევ ერთი, ძალიან ზედაპირული დაპირება, ივანიშვილმა „საკონსტიტუციო უმრავლესობით“ ხელისუფლებაში დარჩენის აუცილებლობა, ტექნიკურად - „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს“ მიაბა.

„მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება, ნებისმიერ დროს შეიძლება დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგეს, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი“ - ბრძანა ოლიგარქმა, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის „ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება“.

ივანიშვილს ბუნებრივია არ დაუკონკრეტებია, რა პირობებში მოახერხებს „ოცნება“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? დასავლეთისგან საბოლოო დისტანცირებით და რუსეთთან დაახლოებით? უკრაინაში რუსეთის გამარჯვების თუ დამარცხების შემთხვევაში? არსებობს თუ არა გასაიდუმლებული დიალოგი პუტინთან, საიდუმლო პროექტი და თუ არსებობს რა პირობებით? - ეს კითხვები უპასუხოდ რჩება.

„ოცნება“ ეს თაღლითი მოთამაშე, პოლიტიკურ ასპარეზზე ნერგავს ცრუ პროექტებს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ კავკასიოლოგმა მერაბ ჩუხუამ. თსუ-ს პროფესორმა გვითხრა, რომ ეს პირდაპირ აგონებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას „გარეჯი საქართველოა“, რომელიც „ოცნებამ“ ასეთივე ცრუ პროექტით მოიგო.

"პრაქტიკულად, ეს არის „გარეჯი-2“. მაშინ გახსოვთ, რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული, რუსი ბიზნესმენის დავით ხიდაშელის მიერ ვითომ მოსკოვის არქივებში ნაპოვნი „რუკით“, რომლითაც თითქოს დასტურდებოდა რომ გარეჯის ნაწილი საქართველოა, წარმოუდგენელი საინფორმაცო შტურმი განხორციელდა ამომრჩეველზე. მაგრამ, როგორც კი „ოცნებამ“ არჩევნებში გამარჯვება გაინაღდა, გარეჯის პრობლემა არც კი გახსენებიათ, არც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეხვედრებზე წამოუწევიათ", - ამბობს მერაბ ჩუხუა.

„ახლა უფრო მსხვილ თაღლითურ პროექტს გვთავაზობენ, აფხაზეთი ვითომ ნაყიდი აქვს „ოცნებას“, რუსეთთან შეთანხმება გაფორმებულია და ეს არის აფხაზეთი დაბრუნდება. ეს ვინ მოიტანა, რომ აფხაზეთის დაბრუნება „ოცნების“ სურვილზეა დამყარებული?

აფხაზეთის ინტეგრირება ქართულ სახელმწიფოში მხოლოდ ქართულ-აფხაზური, მხოლოდ ქართულ-კავკასიური და მხოლოდ ქართულ-დასავლური ერთდროული, კომპლექსური ძალისხმევით არის შესაძლებელი, რუსეთზე ზეწოლის გზით“ - მიაჩნია მერაბ ჩუხუას, რომელიც თვლის რომ ივანიშვილის მიერ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის“ წამოწევა, უბრალოდ, ხმების მობილიზებაზე გათვლილი, პოლიტიკური ბლეფია.

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მორიგ „ტრიუკს“ და „ბლეფს“ უწოდებს „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“ თემის, „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის საკითხთან მიბმას, უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის ცენტრის (UGSPN) ანალიტიკოსი გიორგი ბილანიშვილიც.

„იმაზე საუბარი, რომ რუსეთმა შეიძლება საქართველოს დაუბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, მე რასაც ვაკვირდები, უფრო ინტენსიურად, სოხუმში, ცხინვალში და მოსკოვშია, თუმცა, ჩვენთანაც უკვე გვეუბნებიან, ზოგჯერ ექსპერტები, ზოგჯერ პოლიტიკოსები, ოღონდ რაღაც შერბილებული ფორმით.

რამ შეიძლება საქართველოს საზოგადოების, ჩემნნაირი ადამიანების განწყობა შეცვალოს, რომელიც თვლის რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მომავლისთვის არის ეროვნული ინტერესების ამოცანა და არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ერთადერთი საკითხია, სხვა საკითხი არ არსებობს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის დახმარებით, სინამდვილეში, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ბლეფია! რად უნდა ამას ლაპარაკი, რომ ბლეფია! მაგრამ, ეს თემა თანდათანობით, უფრო გააქტიურდება“ - მიაჩნია UGSPN-ს ექსპერტ გიორგი ბილანიშვილს.

რუსეთში ამჯერად, 26 მაისისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საქართველოს „ტერიტორიულ მთლიანობის შესაძლო აღდგენასთან“ დაკავშირებით, ჯერჯერობით, პუტინის ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია.

დამოუკიდებლობის დღეს, როცა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრძანა, რომ საქართველო გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას „აღთქმულ მიწამდე“ ანუ გაერთიანებამდე, მაშინ მოსკოვში საპასუხოდ განაცხადეს, რომ ეს „ფანტაზია“ და „ეშმაკისეული მსჯელობაა“.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7753342.html

საზოგადოება
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.