USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
«Voice of America» (აშშ): „ფინეთი ნატოში: როგორ დაანგრია პუტინმა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მიღწევები“
Date:  1201

აშშ-ის რადიოს „ამერიკის ხმის“ (Voice of America) რუსული სამსახურის „გოლოს ამერიკის“ (Голос Америки) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ფინეთი ნატოში: როგორ დაანგრია პუტინმა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მიღწევები“ (ავტორი - დანილა გალპეროვიჩი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ნატოში ფინეთის სრულუფლებიანი წევრობა, რომელიც გასულ კვირას ოფიციალურად განხორციელდა, ვლადიმერ პუტინისათვის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კოშმარი უნდა იყოს - მიუნჰენის ცნობილი გამოსვლიდან, სულ მცირე 16 წლის განმავლობაში, იგი მუდამ ცდილობდა ნატოს გაფართოება დაემუხრუჭებინა, პირიქით კი გამოუვიდა.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურისათვის (Голос Америки) მიცემულ ინტერვიუში, როცა ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს შეეხო, ასეთი კომენტარი გაუკეთა კრემლის „წარმატებას“ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთისაკენ გაფართოების „დამუხრუჭებასთან“ დაკავშირებით:

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრით დიდი ბიძგი მისცა ორი ტრადიციულად ნეიტრალური სახელმწიფოს ლტოლვის გაძლიერებას ნატოში გაწევრიანების მიზნით. შვედეთი სამხედრო ბლოკებს 1809 წლიდან თავს არიდებდა და ის, რომ სტოკჰოლმმა აზრი შეიცვალა, ამაში, რასაკვირველია, პუტინის „მიღწევა“ ნამდვილად არის: კრემლმა ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯით შვედეთის თითქმის ორსაუკუნოვანი ტრადიცია გააუქმა. ფინეთი, რომელიც ნეიტრალური იყო მთელი 80 წლის განმავლობაში, უკვე ნატოს წევრია. ორივე ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ბოროტება დაინახეს.

თომას ჰენდრიკ ილვესი დარწმუნებულია, რომ სწორედ რუსეთის ხელმძღვანელობისა და რუსეთის არმიის სარდლობის მოქმედება იყო მთავარი მოტივი იმისა, რომ ფინელებმა და შვედებმა რუსეთში საშიში მეზობელი დაინახეს - „ბუჩაში და სხვა ქალაქებში რუსების მიერ  ჩადენილმა ბოროტებამ - მკვლელობებმა, გაუპატიურებებმა, წამების საკნებმა და სხვა საშინელებებმა შვედებს და ფინელებს ნატოსადმი მიერთება გადააწყვეტინათ. ისინი მიხვდნენ, რომ მოწოდებები „მოდით, მეგობრულად ვიცხოვროთ“ და „ხელი-ხელს ჩავკიდოთ“ მეტად აღარ მუშაობს“.

შვედეთს 200 წლის განმავლობაში მართლაც შეგნებულად არ სურდა სამხედრო ბლოკებში გაერთიანება. კაცმა რომ თქვას, ეს იმპერიული რუსეთის იმპერიული დიპლომატიის შედეგი იყო. ფინეთი კი, იმის გამო, რომ ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, მცირე გამონაკლისი პერიოდის გარდა,  სხვა ევროპული სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, რუსეთის (სსრკ-ს) მიმართ მეგობრული ურთიერთობით გამოირცეოდა. დღეს ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა.

პუტინის პოლიტიკური კარიეირს მკვლევარებს კარგად ახსოვთ, რომ იყო დრო, როცა რუსეთის ლიდერს თვითონაც სურდა ნატოს წევრი გამხდარიყო და ალიანსის გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიეღო, ხოლო რუსეთის სამხედრო სარდლობა 2000-იან წლების დასაწყისიდან აქტიურად თანამშრომლობდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. მაშინდელი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი ნატოში არაფერს საშიშს არ ხედავდა.

პუტინის ტონი ერაყის ომის შემდეგ შეიცვალა, მაგრამ მისი მოქმედების რადიკალური ცვლილება საქართველოში და უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ გამოიკვეთა - როცა კრემლმა ჩათვალა, რომ დასავლეთს რბილი თუ მკაცრი ხელით სხვადასხვა ქვეყნებში რეჟიმის შეცვლა აქვს განზრახული.

როგორც ოსლოში (ნორვეგია) არსებული მსოფლიოს პრობლემების კვლევითი საერთაშორისო ინსტიტუტის (PRIO) წამყვანი მენიერ-თანამშრომელი პავლე ბაევი ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, ვლადიმერ პუტინს ძალიან აღელვებდა რაკეტების განლაგება რუსეთთან ახლოს (რუმინეთში), ასევე რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს ნატოს გემების ცურვა (მაგალიტად, ნორვეგიის ფიორდებში და შავი ზღვის აკვატორიაში). თუმცა ექსპერტი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინს, პრინციპში, ნატოს გაფართოებისა მაინცდამაინც არ ეშინოდა. უბრალოდ, იგი ამ ფაქტს საფრთხობელისა და მუქარის სახით იყენებდა იმავე დასავლეთის წინააღმდეგ. მას ამ მხრივ საკმაოდ ფართო აუდიტორია ჰყავდა - მას უსმენდნენ მემარჯვენე და მემარცხენე ექსპერტები, პოლიტიკოსები და ა.შ.“.

თომას ჰენდრიკ ილვესიც აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის თეზისს - „ნატოს გაფართოება რუსეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს“ - დასავლეთში საკმაოდ ბერვი მომხრე ჰყავდა: იცით, დასავლეთში ბევრი სასარგებლო იდიოტია, რომლესაც კრემლის პროპაგანდისა სჯერათ... მაგრამ საჭიროა გავიხსენოთ, რომ 2021 წლის დეკემბრამდე ვლადიმერ პუტინი ფაქტობრივად,  ეთანხმებოდა ნატოს გაფართოებას, შემდეგ კი მან იმ ქვეყნების ალიანსიდან გამოსვლა მოითხოვა, რომლებიც მას ახლახან შეუერთდნენ“.

ახალ კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პროპაგანდა, როცა ნატომ თავისი მიჯნები რუსეთთან ბევრად გაზარდა, შეიძლება კრემლის არსენალიდან გაქრეს, რათა არ გაახსენოს რუსეთის მოსახლეობას, თუ ვინ ცდილობდა გაფართოების დამუხრუჭებას და რამდენად წარმატებით განახორციელა დანაპირები. განა მოეწონებათ რუსებს იმის გახსენება, რომ ვლადიმერ პუტინმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება კი არ დაამუხრჭა და შეწყვიტა, არამედ პირიქით, უფრო დააჩქარა.

წყარო: https://www.golosameriki.com/a/nato-finland-putin/7043028.html

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way