USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
Როდის გახდება ცნობილი აშშ ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები?
თარიღი:  440

Პრეზიდენტის Არჩევნები 2020 წელს, აშშ- ში 3 ნოემბერს გაიმართა, თუმცა გამარჯვებული ამერიკულმა ტელეკომპანიებმა 7 ნოემბრის დილას დაასახელეს. Მაშინ შტატების უმრავლესობამ შედეგები, უბნების დახურვიდან 24 საათის მანძილზე გამოაქვეყნა.

თუმცა რამდენიმე გადამწყვეტ შტატში, მათ შორის ნევადასა და პენსილვანიაში, შედეგები მოგვიანებით გახდა ცნობილი.

Პენსილვანია, რომელზეც 19 ხმა მოდის, მაშინ დემოკრატებს უჭერდა მხარს. Მხოლოდ 7 ნოემბრის დილით, ხმების დათვლის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პენსილვანიაში ბაიდენმა გაიმარჯვა. Პირველად არჩევნების შედეგები ტელეკომპანია cnn - მა გამოაცხადა. 15 წუთის შემდეგ, დანარჩენებმა. Როგორც წესი, ამომრჩევლები მიეჩვივნენ, რომ აშშ -ის ახალი პრეზიდენტის ვინაობა, არჩევნების დღის საღამოს , ან შემდეგ დილით უკვე ცნობილია.

2016 წელს ტრამპის გამარჯვების შესახებ, ამერიკელებმა, ნიუ-იორკის დროით ღამის 3 საათზე შეიტყვეს. ობამას გამარჯვება, კი არჩევნების დღესვე, საღამოს უკვე ცნობილი იყო. თუმცა 2000 წელს, როდესაც ერთმანეთს რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში უმცროსი და დემოკრატი ალბერტ გორი დაუპირისპირდნენ, გამარჯვებულის ვინაობა, მხოლოდ 12 დეკემბერს - არჩევნებიდან თითქმის ერთი თვისა და ერთი კვირის შემდეგ გახდა ცნობილი.

კანდიდატების მიერ მიღებული Ხმების რაოდენობას შორია განსხვავება უმნიშვნელო აღმოჩნდა. არჩევნების ბედი ფლორიდაში ხმების ხელახლა გადათვლაზე იყო დამოკიდებული. Ხმების გადათვლა იქამდე გაგრძელდა, სანამ აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ არ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტათ გადათვლა და უკანასკნელი გადათვლის შედეგები ეღიარებინათ საბოლოო შედეგად.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის