USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდი დააფიქსირესა
Date:  

ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდი დააფიქსირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Naval News-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში შავი ზღვის პორტი რუსეთის საზღვაო ძალებისთვის მნიშვნელოვანი ბაზა გახდეს და უკრაინული დრონებისგან დასაცავად თავშესაფრის ფუნქცია შეასრულოს.

Naval News-ის ცნობით, ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იდგა, ოჩამჩირედან ჩრდილო-დასავლეთით 370 კილომეტრში, ხოლო ბოლოს 4 და 5 ივლისს ოჩამჩირეში დააფიქსირეს.

„ბაზაზე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის რამდენიმე მცირე ზომის საპატრულო ხომალდი უკვე განთავსებულია. ეს პირველი მნიშვნელოვანი საზღვაო ხომალდის ვიზიტია. მიუხედავად იმისა, რომ პორტი შედარებით მცირეა, იგი რამდენიმე დიდ ხომალდს ადვილად დაიტევს, მათ შორის, შეიძლება სადესანტო ხომალდები და ფრეგატები იყოს“, - წერს გამოცემა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way