USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
Robofarmia - ახმეტელი მოსწავლეების მიერ შექმნილი სტარტაპი, რომელიც ფერმერებს ნიადაგის ანალიზში ეხმარება
Date:  569

16 წლის AI-ინჟინერმა, მარიამ სვიმონიშვილმა და მისმა გუნდმა ახმეტაში რამდენიმე თვის წინ "რობოფარმიას" სახით საინტერესო სტარტაპს ჩაუყარეს საფუძველი.

"რობოფარმიას" გუნდის მიზანი ისეთი მოწყობილობის შექმნაა, რომელიც ფერმერებს ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს და რესურსების რაციონალურად გახარჯვის შესაძლებლობას მისცემს. გოგონებისგან დაკომპლექტებულ გუნდს საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს ტექნოლოგიების მიმართულებით, როგორც software-ის, ისე hardware-ის ნაწილში, რასაც თითოეული მათგანი აქტიურად იყენებს სტარტაპის განვითარებაში.

რა პრობლემას ჭრის "რობოფარმია"?

ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, ასევე სასოფლო-სამეურნეო კულტურების სწორი მენეჯმენტისთვის ფერმერები ხშირად მიმართავენ ნიადაგის ანალიზს, რაც ძირითადად ლაბორატორიებში კეთდება. ამ პროცესს კი დიდი დრო და ფინანსები სჭირდება. პლუს ამას, ხშირად ფერმერებს არ აქვთ შესაძლებლობა, ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდნენ პროცესებს და გაანალიზონ იგი.

"რობოფარმია" კი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართველ ფერმერებს ალტერნატიულ რეალობას სთავაზობს ნიადაგის სწრაფი ანალიზის სახით. ერთი მხრივ იქმნება რობოტი - მოწყობილობა, რომელიც უშუალოდ ნიადაგის ანალიზს ახორციელებს. მეორე მხრივ კი აპლიკაცია, რომელიც არა მხოლოდ სტატისტიკებს აერთიანებს, არამედ გარემო პირობების გათვალისწინებით AI-პროგნოზებს სთავაზობს ფერმერს იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი მოსავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

"აპლიკაციაც და Hardware მოწყობილობა შექმნის პროცესშიამაქსიმალურად ვიყენებთ მანქანური სწავლების მოდელებსისევე როგორც კომპიუტერული ხედვის მოდელებსა და ღრმა დასწავლასგვსურს, რომ ჩვენი მოწყობილობა იყოს მაღალტექნოლოგიური და ფერმერს ის ფინანსები შევუმციროთ, რაც ყოველდღიურად ეხარჯებაასევე ის რესურსებირომელიც გარემოსთვისაც არ არის კარგი და არც ფერმერისთვისათა ყოველდღიურად დახარჯოს", - აღნიშნავს მარიამი.

ამჟამად თითოეული პროდუქტი ტესტირების პროცესშია, რათა მომხმარებლებს უკეთესი გამოცდილება შესთავაზონ. პირველადი სახით პროდუქტი სავარაუდოდ 2024 წლის ზაფხულში ჩაეშვება, მანამდე კი "რობოფარმიას" სოციალური ქსელები და ვებგვერდი გახდება ხელმისაწვდომი, რათა საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტი გაიგოს ამ საინტერესო წამოწყების შესახებ.

განვითარების რა გზა განვლო სტარტაპმა?

როგორც მარიამ სვიმონიშვილი Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, სტარტაპის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახმეტაში არაერთი ფერმერისგან მოისმინა, თუ რამდენ სირთულეს უკავშირდება ნიადაგის ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

"ფერმერები ბევრს წუწუნებენრომ რესურსი, რასაც ყოველდღე იყენებენ მოსავლისთვის, საკმაოდ ძვირი ღირსბოლოს კი იმ შედეგს ვერ იღებენ, რაც სურთზოგჯერ მოსავლის ხარისხიც არ არის ისეთირომ საერთაშორისო ბაზარზე გაიტანონისეთი ფერმერიც მინახავსრომელმაც თავი დაანება საკუთარ საქმიანობასრაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება", - აღნიშნავს მარიამი.

თავდაპირველად, არასაკმარისი ფინანსების გამო, გუნდმა Soft-ის მიმართულებით დაიწყო მუშაობა - შექმნეს ალგორითმები, შემდეგ კი სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მათ შორის აღსანიშნავია, რომ "რობოფარმია" 2022 წელს NASA-ს საერთაშორისო კონკურსში გლობალური ნომინანტი გახდა, გარდა ამისა, გაიმარჯვა Technovation Girls 2023-ში, რომელიც ასევე საერთაშორისო პროექტია. ადგილობრივ დონეზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო "ალტე უნივერსიტეტში" გამართული სტარტაპ მარათონი, რომელშიც "რობოფარმია" მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

გოგონების გუნდი სხვა ტექნოლოგიურ პროექტებზეც მუშაობს და წარმატებასაც აღწევს - 2023 წელს Hack Days Georgia-ს პრიზიორები და "ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის" ფინალისტები გახდნენ.

მას შემდეგ, რაც "რობოფარმიას" ალგორითმებმა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე დიდი მოწონება დაიმსახურა და გუნდმა კონკურსებიდან არაერთი ფულადი ჯილდო მიიღო, Hardware მოწყობილობის შექმნას შეუდგნენ.

მუშაობის პროცესში "რობოფარმიას" გუნდი არაერთ ფერმერს შეხვდა და მათი საჭიროებები გამოიკვლია. გოგონების გუნდს დიდ დახმარებას უწევს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ახმეტის ინოვაციების ცენტრში მიღებული ცოდნა და ტექნოლოგიური უნარები. გარდა ამისა, რჩევების მისაღებად და გამოცდილების გასაზიარებლად სხვა სტარტაპებთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ დარგის ექსპერტები სრულიად უსასყიდლოდ ცდილობენ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა თუ მასალები გაუზიარონ გუნდს, რაც საბოლოო პროდუქტის დახვეწაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. მიუხედავად ამისა, განვითარების გზაზე მათ არაერთი დაბრკოლების გადალახვამ მოუწიათ.

"ყველაზე რთული იყო ისრომ Hardware მოწყობილობის შექმნისას ფინანსები არ გვქონდა და გავიჭედეთროცა ისეთი სენსორი გვჭირდებოდარომელიც საქართველოში არ იყიდებოდა და საზღვარგარეთიდან ვიწერდითდიდი ხანი გვიწევდა ლოდინი - პროცესი გარკვეული პერიოდი ჩერდებოდა და მერე ისევ თავიდან ვიწყებდითმთავარი პრობლემა, ძირითადად, დროისა და ფინანსების აცდენა იყო", - იხსენებს მარიამი.

აღსანიშნავია, რომ სტარტაპს რამდენიმე კოლაბორაციის შემოთავაზება აქვს უცხოეთიდან. ამჟამად კომუნიკაცია იტალიაში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებთან მიმდინარეობს, რომლებიც დაახლოებით მსგავს პროდუქტს ქმნიან. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, წელს "რობოფარმიასგან" საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდოთ.

წყარო -  https://www.entrepreneur.com/

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way