USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
ნუცუბიძის IV მ/რ-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა
дата:  
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა. ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელეს. სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სავარჯიშო ზონები. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ბალახი და 100-მდე ხე-მცენარე დაირგო.
 
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მერის მოადგილე კახაბერ გულედანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати