USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ნუცუბიძის IV მ/რ-ში დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია იგეგმება
Date:  440
კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მ/რ-ის N23-24 და N29 კორპუსების მიმდებარედ იგეგმება. სხვადასხვა ფუნქციურ ზონად დაყოფილი დასასვენებელი სივრცეები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და გამწვანდება.
 
სამუშაოების დაწყებამდე სარეაბილიტაციო პროექტები ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ გააცნო.
 
ადგილობრივ მცხოვრებლებთან მსგავსი პროექტების რეაბილიტაციამდე განხილვა მნიშვნელოვანია მოსახლეობის საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის, ასევე, მიმდინარე პროექტებზე მათი მოსაზრებების მოსმენისა და გათვალისწინების თვალსაზრისით.
 
სკვერების პროექტების გარდა, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N23-24 კორპუსებთან ფერდის დამჭერი კედლები მოეწყო.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way