USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ნუცუბიძის IV მ/რ-ის N11-12 კორპუსების მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება
Date:  289
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N11-12 კორპუსების მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება.
განახლდა მოედნის საფუძველი, ამის შემდეგ დამონტაჟდება ახალი ღობე, დაიგება საფარი, სტადიონი კი აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით ფეხბურთისა და კალათბურთის მოყვარულთათვის.
სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ აწარმოებს.
მოედნის განახლების მიმდინარე პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way