USD 2.6957
EUR 3.1316
RUB 3.4658
Tbilisi
ნუცუბიძის III მ/რ-ის I კვარტლის N10-11 კორპუსებთან დასასვენებელი სივრცისგანახლების პროცესი მიმდინარეობს
Date:  301
ვაკის რაიონის გამგეობა დასასვენებელი სივრცეების განახლების პროცესს განაგრძობს. ამჯერად, სივრცის მოწყობა ნუცუბიძის III მ/რ-ის I კვარტლის N10-11 კორპუსებთან მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე შესაბამისი ინვენტარი დამონტაჟდა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო მოედანზე რბილი საფარი დაიგო, ასევე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საყრდენი კედელი და კიბეები.
ამჟამად სკვერში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ამავე მისამართზე N11 კორპუსის წყალარინების ქსელი განახლდა.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი შეხვდა.
World
The Guardian - ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი

ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.

სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.

მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.

See all
Survey
By the way