USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
ნუცუბიძის II მიკრორაიონში, ჟღენტის ქუჩაზე, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია გრძელდება
თარიღი:  

ნუცუბიძის II მიკრორაიონში, ჟღენტის ქუჩაზე, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია გრძელდება.  მიმდინარე სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან,  ერთად დაათვალიერა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აქტიურად მიმდინარეობს დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი სივრცეების შექმნა და  არსებულის რეაბილიტაცია-განახლება.

„ვაკის რაიონში, ნუცუბიძის II მიკრორაიონში, ჟღენტის ქუჩაზე, სარეკრეაციო სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო. უკვე განხორციელდა დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი და მიმდინარეობს მოწესრიგებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. უახლოეს მომავალში დამონტაჟდება ახალი განათება, მოეწყობა სპორტული ზონა და საბავშვო მოედანი“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

პროექტის თანახმად, ამ დროისთვის რამდენიმე სივრცის განახლება-მოწესრიგება და  კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა საბავშვო მოედანი და იგება ფილები. სამუშაოების შედეგად 1300-ზე მეტი კვ. მ ფართობის სკვერი რეაბილიტირდება. პროექტის დასკვნით ეტაპზე კი დასასვენებელი სივრცის  გამწვანების სამუშაოები განხორციელდება.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის