USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
ნუცუბიძის I მიკრორაიონის N9-10 კორპუსების მიმდებარედ, სკვერის და სპორტული მოედნის განახლება გრძელდება
дата:  615
კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
 
ნუცუბიძის I მიკრორაიონის N9-10 კორპუსების მიმდებარედ, სკვერის და სპორტული მოედნის განახლება გრძელდება.
 
დაახლოებით, 3000 კვ.მ ფართობის სივრცე დაიყო ზონებად, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვისაც. ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით, მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი. ამჟამად მიმდინარეობს სპორტული მოედნის განახლება. გარდა ამისა, მოეწყობა ფიტნეს ზონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
 
 
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати